EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
10/11/2024 18:11:17
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37264/?year=2022&month=12
 
 უკან

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ოძისში ვიზიტისას უმასპინძლა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის სამუშაო ჯგუფის დელეგაციას

28.09.2022
თბილისი, 28 სექტემბერი 2022 წელი – დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ოძისის რაიონში ვიზიტისას უმასპინძლა ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის სამუშაო ჯგუფის დელეგაციას. 

ოძისში გადაკვეთის პუნქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მიაწოდა დელეგაციას ინფორმაცია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე და მათ გავლენაზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე. ელჩმა შჩიგელმა აღნიშნა და დადებით ნაბიჯად შეაფასა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნას აგვისტოს და სექტემბრის ბოლოს. ის ასევე მიესალმა ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას 2022 წლის დეკემბრამდე,  გადაკვეთის პუნქტების ყოველი თვის ბოლოს დროებითი გახსნის გეგმის შესახებ. ამის მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გაიმეორა, რომ მისია და ეუთო განაგრძობენ მოწოდებას ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზზე  გადაადგილების თავისუფლების სრული აღდგენისკენ.

ამ მხრივ, ელჩმა შჩიგელმა ასევე გაუსვა ხაზის უარყოფით გავლენას, რომელიც მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ქმედებებს აქვთ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე, კონკრეტულად მათ წვდომაზე სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე და სოციალურ სერვისებზე.