EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
23/05/2024 11:05:33
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37288/?year=2022&month=11
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 109-ე შეხვედრა გაიმართა

10.11.2022
ერგნეთი, 2022 წლის 10 ნოემბერი - ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 109-ე შეხვედრა გაიმართა დღეს ერგნეთში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ელჩ მარეკ შჩიგელისა და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ელჩ ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით. 


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა და ეუთოს წარმომადგენლებმა დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მოწადინებულობა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში მონაწილეობის მიმართ. თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, ოძისსა და ქარზმანში, 2022 წლის აგვისტოდან ყოველი თვის 20-დან 30 რიცხვამდე გადაკვეთის პუნქტების დროებითი გახსნის  არსებული სარგებელი. ამასთან დაკავშირებით, მათ მხარი დაუჭირეს გადაადგილების თავისუფლებისთვის არსებული შეზღუდვების მოხსნას დამდეგი დღესასწაულების დროს, ასევე გაიმეორეს თავიანთი მოწოდებები გადაკვეთის პუნქტების სრულად გახსნის შესახებ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე რეგულარული მოძრაობისთვის. გარდა ამისა, განხილული იქნა გადაკვეთისთვის საჭირო დოკუმენტების ე.წ. - პროპუსკების ვადის გასვლის საკითხი, რა დროსაც თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს ამ საკითხში სირბილის გამოჩენისკენ. 


ელჩებმა შჩიგელმა და მოშანუმ, დამდეგი დღესასწაულების ფონზე მოუწოდეს დაკავებების მიმდინარე შემთხვევების გადაწყვეტისკენ მიმართული ჰუმანიტარული მიდგომისკენ. თანათავმჯდომარეებმა დაჟინებით მოითხოვეს დაკავებულთა მიმართ კარგი მოპყრობის აუცილებლობა, განსაკუთრებით ჯანდაცვის კუთხით.

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფორმატის მონაწილეებმა განიხილეს საკითხები, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცხოვრებასა და საარსებო წყაროზე, მათ შორის „ბორდერიზაციის“ მიმდინარე აქტივობები. ისინი წინასწარ შეთანხმდნენ, 2023 წლის მარტის შუა რიცხვებისთვის, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობისთვის სარწყავი და სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშრებით ტექნიკური შეხვედრის გამართვაზე.


თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს ყველა მონაწილეს თანამშრომლობისკენ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. მათ ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის, როგორც  დაძაბულობის განმუხტვისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების ფორმატის მონაწილეებს შორის ნდობის გასაძლიერებლად შეუცვლელი ინსტრუმენტის ეფექტიანად გამოყენების აუცილებლობას.

მონაწილეები შეთანხმდნენ, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შემდეგი შეხვედრის 2023 წლის 17 იანვარს ჩატარებაზე, შეხვედრის უფრო ადრე გამართვის შესაძლებლობის გათვალისწინებით, თუ მონაწილეების მხრიდან საჭიროების არსებობის შემთხვევაში.