პრეს რელიზები

მისია თბილისში ევროპის დღის სადღესასწაულო ღონისძიებას შეუერთდა

11.05.2023

6 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) "ექსპო ჯორჯიაში", თბილისში, ევროპის დღის სადღესასწაულო ღონისძიებას შეუერთდა. 

   

ევროპულ სოფელში, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სტუმრებს წარუდგინეს თავიანთი ქვეყნები, კულტურები და სამზარეულოები, მოუწყვეს ვირტუალური ტური.

 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მსგავსად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტენდიც ბევრმა მოინახულა.  მისიის გამორჩეული მონიტორის ლურჯი  ჟილეტით ფოტოს გადაღება და  საპატრულო მანქანის წინ  ბინოკლის გამოცდა განსაკუთრებით პოპულარული აქტივობა იყო!


ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებმა თბილისიდან და მცხეთიდან მთელი დღის მანძილზე ასობით ვიზიტორს განუმარტეს მისიის მანდატი და მისი საქმიანობა. დამთვალიერებლებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები, საინფორმაციო ფურცლები და საჩუქრები. ახალგაზრდებმა სიამოვნებით მიიღეს მონაწილეობა ვიქტორინებში, უპასუხეს კითხვებს მისიის საქმიანობის შესახებ და  EUMM-ისგან სპეციალური პრიზებიც მიიღეს.

 

Follow us on social media