EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
15/12/2024 00:12:31
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37419/?year=2023&month=6
 
 უკან

კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების ევროკავშირის კომიტეტის დელეგატებმა საკუთარი თვალით იხილეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, საქართველოში სტაბილურობის ხელშემწყობი საქმიანობა

09.06.2023
თბილისი, 9 ივნისი – 5-9 ივნისს, კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის დელეგატები ეწვივნენ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

გასული ხუთი დღის განმავლობაში კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის დელეგატები ეწვივნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს თბილისში, სადაც მიიღეს ინფორმაცია მისიის წვერებისგან. ისინი ასევე შეხვდნენ როგორც საქართველოში ევროკავშირის სტრუქტურების წარმომადგნელებს ისე, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს.  


შემდგომ დელეგატები ეწვივნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამივე რეგიონალურ ოფისს მცხეთაში, გორში და ზუგდიდში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებთან ერთად მათ მონაწილეობა მიიღეს პატრულირებებში საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე. თვაურებში, ხურვალეთში და ენგურის ხიდზე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა პირადად დაენახათ ის ნეგატიური გავლენა, რომელიც აქვს ‘ბორდერიზაციის’ ქმედებებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე, მის წვდომაზე განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საკუთრებაზე და რელიგიურ ადგილებზე.  


ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე პატრულირებების შემდეგ, ედი ფონიოდიმ, კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის შვედეთის წარმომადგენელმა დელეგატმა  თქვა: 

“მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების მიმართ საქართველოში სტაბილურობის შექმნის ერთგულებისთვის. ჩვენი ხუთ დღიანი ვიზიტის დამსახურებით მე მქონდა პატივი საკუთარი თვალით მენახა მათი საქმიანობა, რომელიც ხშირად გამოწვევებით არის სავსე. ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე პატრულირებაში მონაწილეობისას, მე ასევე მქონდა უნიკალური შესაძლებლობა მომესმინა გულის ამაჩუყებელი ისტორიები კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისგან. ეს ისტორიები ჩემთან ხანგრძლივად დარჩება. მოხარული ვარ, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქ არის, რათა როგორც შესაძლებელია დაეხმაროს მათ უფრო ნორმალური ცხოვრების დაბრუნებაში, არსებული გარემოებების გათვალისწინებით,“ თქვა შვედეთის წარმომადგენელმა დელეგატმა.


ვიზიტის განმავლობაში კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის დელეგატებმა შეხვედრები ასევე გამართეს საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. 

ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ დელეგატები გამოიყენებენ ახლად მიღებულ ცოდნასა და ინფორმაციას საქართველოში უსაფრთხოების ვითარების და სტაბილურობაში მისიის მიერ შეტანილი წვლილის შესახებ, ევროკავშირის შესაბამისი ინსტიტუციებისთვის ექსპერტული რჩევის და რეკომენდაციების მისაცემად.