EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
03/03/2024 12:03:39
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37440/?year=2023&month=9
 
 უკან

უმაღლესი წარმომადგენლის, ბორელის ვიზიტი მკაფიოდ უსვამს ხაზს საქართველოში მისიის ყოფნას 15 წლის განმავლობაში

08.09.2023
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა კონფლიქტების მშვიდობიანი გადაწყვეტის მიმართ ერთგულებას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ვიზიტის დროს.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ბ-ნ ჟოზეპ ბორელის, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ვიზიტისას დღეს ხაზგასმით აღინიშნა ევროკავშირის გრძელვადიანი მხარდაჭერა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართ საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში. ვიზიტის დროს მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე მუდმივად ყოფნის 15-წლიან ეტაპს და მის გადამწყვეტ როლს სტაბილურობის უზრუნველყოფასა და დაძაბულობის შემცირებაში. გარდა ამისა, მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

პატრულირება ხურვალეთში

უმაღლესი წარმომადგენელი ბორელი შეუერთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე ხურვალეთის სიახლოვეს. ადგილზე მსგავსმა ჩართულობამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის აქტიურ პოზიციას მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი ერთგულება საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონის მოსახლეობის დაცულობის და უსაფრთხოების მიმართ. 

პატრულირების დროს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დელეგაციას მიაწოდეს უახლესი ინფორმაცია უსაფრთხოების ვითარების შესახებ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ. ხურვალეთში, ბ-ნი ბორელი პირადად გაეცნო ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე „ბორდერიზაციის“ მახასიათებლების - მათ შორის ღობეების, მავთულხლართების და სათვალთვალო კოშკების უარყოფით გავლენას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს რთული გამოწვევები, რომლებიც წარმოიქმნება სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტების დახურვით ყოველი თვის პირველი ოცი დღის განმავლობაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად მოუწოდებს გადაკვეთის ამ პუნქტების სრულად ფუნქციონირების განახლებისკენ. ასეთი ნაბიჯი მნიშვნელოვნად გაზრდის ადგილობრივი მოსახელობის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის დონეს. 
 
მშვიდობის და უსაფრთხოების მხარდაჭერა

თავის განცხადებაში უმაღლესმა წარმომადგენელმა ბორელმა განაცხადა, „ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე ყოფნა ბოლო 15 წლის განმავლობაში ადასტურებს ევროკავშირის გრძელვადიან მხარდაჭერას საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის მიმართ. 15 წლის განმავლობაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გადამწყვეტ როლს თამაშობს რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფაში და დაძაბულობის შემცირებაში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიღწევების აღნიშვნასთან ერთად, მე ასევე ვიყურები მომავლისკენ. ევროკავშირის ერთგულება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართ სამხრეთ კავკასიის რეგიონში რჩება ურყევი“.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი დიმიტრიოს კარაბალისი, გამოეხმაურა ამ განცხადებას და თქვა: "ჩვენი მუდმივი ყოფნა ადგილზე ასახავს ევროკავშირის აქტიურ მიდგომას ხანგრძლივი სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ჩვენ ვრჩებით ჩვენი მისიის ერთგულები, რომელიც მდგომარეობს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებაში “.

წინამდებარე ინფორმაცია 

  • ბ-ნი ჟოზეპ ბორელ ფონტელესი დაინიშნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს წარმომადგენლად და ევროპის კომისიის ვიცე პრეზიდენტად 2019 წლის დეკემბერში.

    ბ-ნი ბორელი არის ევროკავშირში საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მთავარი კოორდინატორი და წარმომადგენელი, მათ შორის მისი საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ჩათვლით. ამასთანავე ის არის ევროპის კომისიის ერთ ერთი ვიცე პრეზიდენტი.  

  • ბ-ნი სტეფანო ტომატი დაინიშნა საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ევროკავშირის სამოქალაქო მისიების, სამოქალაქო ოპერაციების მეთაურად  2022 წლის სექტემბერში. 

    ბ-ნი ტომატს აქვს ზოგადი პასუხისმგებლობა საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის 13-ვე სამოქალაქო მისიის ოპერაციების წარმართვაზე, პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის პოლიტიკური კონტროლისა და სტრატეგიული ხელმძღვანელობით და საბჭოსა და უმაღლესი წარმომადგენლის უფლებამოსილებით. სამოქალაქო ოპერაციების მეთაური ასევე პასუხისმგებელია 2000-ზე მეტი თანამშრომლის უსაფრთხოებაზე და კეთილდღეობაზე, რომელიც ამჟამად მსახურობს საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ამჟამად  ევროპაში, აფრიკასა და აზიაში განლაგებულ მისიებში.