EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
14/12/2024 22:12:25
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37502/?year=2024&month=2
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 117-ე შეხვედრა გაიმართა

13.02.2024
ერგნეთი, 13 თებერვალი 2024 წელი – ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 117-ე შეხვედრა გაიმართა, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის, ტიბორ კოზმას და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის, სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის, ვიორელ მოშანუს თანათავმჯდომარეობით. 


ევროკავშირის სადამკვირველო მისია და ეუთო მიესალმნენ მონაწილეებს ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მიმდინარე წლის პირველ შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ აღნიშნეს მათი მოლოდინები მონაწილეთა მხრიდან ფორმატის მიმართ მუდმივი ერთგულების მხრივ, რეგულარული შეხვედრების ჩატარების და ინციდენტების პრევენციაზე ყურადღების აქტიურად გამახვილების მეშვეობით. ელჩმა მოშანუმ, რომელიც ამჟამად წარმოადგენს 2024 წელს ეუთოს მალტის თავმჯდომარეობას აღნიშნა ტექნიკური, კერძოდ კი სარწყავ საკითხებთან დაკავშირებული თანმხლები შეხვედრების კარგი პრაქტიკა. მან გამოთქვა ჩამოყალიბებული ძალისხმევების და ინიციატივების გაგრძელების იმედი.  

ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ბოლოს შეხვედრის ჩატარების შემდეგ უსაფრთხოების ინციდენტების და შესაბამისი განვითარებული მოვლენების განხილვისას, თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს კონფლიქტით დაზარალებული თემების - ქალების, კაცების, ბავშვების მოხუცების უსაფრთხოების მნიშვნელობას, როგორც კოლექტიურ პრიორიტეტს. შესაბამისად მათ მოუწოდეს მონაწილეებს დაიცვან უსაფრთხოება და სტაბილურობა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, უზრუნველყონ გადაადგილების თავისუფლება და სრულად აღადგინონ გადაკვეთის პუნქტების ფუნქციონირება მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული გადაადგილებისთვის. დისკუსია ასევე შეეხო როგორც ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოების ვითარებას, ასევე უპილოტო საფრენი აპარატების საკითხს.  

ამასთან ერთად მონაწილეებმა დადებითად შეაფასეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი და მადლიერება გამოხატეს თანათავმჯდომარეების მიმართ კრიზისის და ინციდენტების წარმოქმნის შემთხვევაში ინფორმაციის დროული გაცვლისთვის. 

ადრინდელის მსგავსად, თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს მონაწილეებს დაკავებების პრაქტიკის შეწყვეტისკენ და მხარი დაუჭირეს დარჩენილი დაკავებულების გათავისუფლებას.
 
მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის, შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2024 წლის 20 მარტს გამართვაზე.