EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
29/01/2026 20:01:21
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/37687/javscript:void('Languages')/
 
 უკან

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირებაში მიიღო მონაწილეობა

29.01.2026
გუშინ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბეტინა პატრისია ბუგანიმ სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, მაგდალენა გრონოს, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე პატრულირებისას უმასპინძლა.

პატრულირებისას, დელეგაციამ მოინახულა რამდენიმე საკვანძო ლოკაცია სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, მათ შორის ქერე, ნიქოზი, ერგნეთი და ხურვალეთი. აღნიშნული ლოკაციების მონახულებისას, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა გრონომ, მიიღო ინფორმაცია უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მიმდინარე ვითარებაზე. აღნიშნული ინფორმაცია განსაკუთრებით სასარგებლო იქნება 2026 წლის მარტში დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შემდეგი რაუნდის მონაწილეებთან ინფრომაციის გაცვლისას, რომელსაც ის თანათავმჯდომარეობს.