პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ორმოცდამეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა

20.01.2015
2015 წლის 20 იანვარს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით ორმოცდამეთერთმეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ელჩ კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის შვეიცარიის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ ანჯელო გნედინგერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა.

მონაწილეები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს მიესალმნენ  და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების დროს არსებული კონსტრუქციული დიალოგის შენარჩუნების სურვილი გამოთქვეს.

ადმინისტრაციული საზღვარის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის განხილვის შემდეგ თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს უკანასკნელი დღესასწაულების პერიოდში მონაწილეების მიერ სატელეფონო ცხელი ხაზის ხშირი გამოყენება, ერთმანეთის ინფორმირება ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად შესაბამისი მოვლენების შესახებ და შეთანხმება ამ პრაქტიკის გაგრძელდების თაობაზე.

მონაწილეებმა ასევე განიხილეს უგზოუკვლოდ დაკარგულ პირებთა საკითხები, რომელთა ბედიც დღემდე გაურკვეველია. ასევე განხილული იყო სამართალდამცავ, უსაფრთხოებისა და გადაადგილების თავისუფლების სფეროებთან დაკავშირებული საკითხები.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 27 თებერვალს გაიმართება.

Follow us on social media