EUMM - European Union Monitoring Mission in Georgia

Krtsanisi Residential Area, 49 Krtsanisi Street, Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 2 721800; +995 32 2 719300
Email: press@eumm.eu
www.eumm.eu
 
20/07/2024 19:07:20
ბეჭდვა | დახურვა
https://www.eumm.eu/ge/press_and_public_information/press_releases/5721/?year=2017&month=12
 
 უკან

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში 73-ე შეხვედრა გაიმართა

18.01.2017
2016 წლის 18 იანვარს, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით სამოცდამეცამეტე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კიასტუტის იანკაუსკასის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნის სპეციალური წარმომადგენლის ელჩ გიუნტერ ბეხლერის ერთობლივი ხელშეწყობით ჩატარდა. 
მონაწილეებმა განიხილეს უსაფრთხოების მდგომარეობა ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ, რომელიც შეფასდა როგორც სტაბილური და შედარებით წყნარი. შეხვედრაზე მოხდა დაკავებების შემთხვევებთან დაკავშირებული რამდენიმე საკითხის დასმა და დეტალური განხილვა, მათ შორის ერთი გრძელვადიანი დაკავების შემთხვევა.
დღის წესრიგს სხვადასხვა პრაქტიკული საკითხი დაემატა, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო საშუალებებს ითვალისწინებდა. მონაწილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ეთანამშრომლათ და გაეცვალათ ინფორმაცია ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეზე შესაძლო ზეგავლენის მქონე დანაშაულებრივ საქმიანობასთან  დაკავშირებით.
თანათავჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს მონაწილეთა მზადყოფნა  ერთობლივად გადაეწყვიტათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები  ცხელი ხაზის ეფექტიანად გამოყენების საშუალებით ადგილზე ინციდენტების მოსაგვარებლად.  მონაწილეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს ჩასატარებელი სამხედრო წვრთნების შესახებ ადრეული გაფრთხილების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შემდეგი შეხვედრა 2017 წლის 3 თებერვალს გაიმართება. 

შეხვედრის მონაწილეებიერთ ერთ საკითხს  განიხილავენ