პრეს რელიზები

გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 48-ე შეხვედრა გაიმართა

26.07.2017
2017 წლის 26 ივლისს გალში გაეროს თავმჯდომარეობით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მონაწილეობით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით  48-ე შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრა ჩატარდა კონსტრუქციულ და საქმიან ატმოსფეროში.

კვლავ წამოყენებული იყო კარგად ცნობილი პრობლემური საკითხები ხურჩაში 2016 წლის 19 მაისს მომხდარ ფატალური შედეგის მქონე სროლასთან დაკავშირებით. კარი ღიაა შემდგომი დიალოგისთვის.

მონაწილეებმა გაცვალეს ინფორმაცია დაკავების ერთი შემთხვევის შესახებ. მათ ასევე გაცვალეს ინფორმაცია გალის რაიონის მაცხოვრებლებისთვის გადასაკვეთი საბუთების შესახებ.

ქართველმა მონაწილეებმა წარმოადგინეს ინფორმაცია ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ განლაგებული შინაგან საქმეთა სპეციალური სამსახურის დეპარტამენტის რებრენდინგის შესახებ და შეატყობინეს მომავალი "ღირსეული პარტნიორი - 2017" მრავალეროვნული სწავლების შესახებ.

შემდეგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში  გალში 2017 წლის 19 სექტემბერს გაიმართება. 

Follow us on social media