EUMM
En | Ge | Ru
მეცხრამეტე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაიმართა დვანში RSS RSS

პრეს რელიზები რეპორტაჟები ვიდეოები და სტატიები
 
«-- უკან
04.03.2010
მეცამეტე შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექნიზმის ფარგლებში გაიმართა 2 მარტს გალში. გაეროს ეგიდით გამართულ შეხვედრას დაესწრნენ ქართული ხელისუფლების, დე-ფაქტო აფხაზეთის, რუსეთის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები.

ინტენსიური და კონსტრუქციული დიალოგის საშუალებით მონაწილეებმა განიხილეს და გაცვალეს ინფორმაცია ბოლოდროინდელ ინციდენტებთან დაკავშირებით; ასევე განიხილეს გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები და ყურადღება გაამახვილეს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ხელშეწყობაზე.

სხვა განხილული საკითხები მოიცავდა ცხელი ხაზის გამოყენების გაუმჯობესებას, რაც ოპერატიული ინფორმაციის გაცვლის გამოსადეგ გზას წარმოადგენს, განსაკუთრებით, ინციდენტების მიმართებაში ზომების მიღებისა და კრიმინალური საქმიანობის დაძლევასთან დაკავშირებით.

მომდევნო შეხვედრის ჩატარება დაგეგმილია გალში, 2010 წლის 23 მარტს.


 

მუშაობა უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის და კონფლიქტების მოსაგვარებლად
Get the Flash Player to see this player.
© EUMM 2010
Copyright © All rights reserved. European Union Monitoring Mission in Georgia
კრწანისის რეზიდენცია, კრწანისის ქ. 49, თბილისი, საქართველო,
ფაქსი: +87 0782244324, ელფოსტა: press@eumm.eu