ქალების და გოგონების წინააღმდეგ ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა. მისი აღკვეთა შესაძლებელია და აუცილებელია. 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მონაწილეობა მიიღო გაეროს ქალთა მიერ ორგანიზებულ რაგბის მატჩში, რომელიც ქალების და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრას მიეძღვნა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამმა მოხალისემ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებთან და ვეტერანებთან ერთად საინტერესო მატჩი გამართა. ქალების და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო მოძრაობისადმი თავიანთი სოლიდარობის გამოსახატად მოთამაშეებს გაეროს „HeForShe“ მაისურები ეცვათ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომელი უილიამ ბოიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზით დაჯილდოვდა.