ოპერაციათა განყოფილების უფროსი
ბ-ნი ბრაიან ელიე რიჩარდი არის მოვლინებული დანიის მოქალაქე. 1986 წელს მან დაამთავრა სასწავლო კურსი დანიის საბაჟო მართვის სფეროში, მაგრამ განაგრძო შემდგომი განათლება, მათ შორის ევროკავშირის სხვადასხვა და აკადემიური კურსები პროექტის მენეჯმენტსა და პირად ლიდერობაში. საერთაშორისო მისიებში 20 წელზე მეტი გამოცდილების მქონე, გასული 16 წლის განმავლობაში რამდენიმე მისიაში ის იკავებდა მაღალ თანამდებობებს და ძირითადად მუშაობდა საზღვრის მართვის, სტრატეგიის განვითარების, ინსტიტუციონალური რეფორმების და მენტორირების სფეროებში. 

მთელი მისი კარიერის განმავლობაში რიჩარდი საქმიანობდა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მრავალი მისიის მხარდასაჭერად, მათ შორის ლიბიაში საზღვრის ინტეგრირებული მართვის დახმარების ევროპის მისიაში (როგორც ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელი), კანონის უზენაესობის ევროპულ მისიაში კოსოვოში (როგორც სასაზღვრო განყოფილების უფროსის მოადგილე და საბაჟოს უფროსის მოადგილე), მოლდოვასა და უკრაინისთვის  ევროკავშირის სასაზღვრო დახმარების მისიაში (როგორც რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელი). უკანასკნელად, 2021 წლის აგვისტოში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ოპერაციების განყოფილების უფროსად მუშაობის დაწყებამდე, 2016 წლიდან ის ხელმძღვანელობდა სტრატეგიული სამოქალაქო უსაფრთხოების სექტორის რეფორმის კომპონენტს უკრაინაში ევროკავშირის მრჩეველთა მისიაში.

Follow us on social media