პირობები
კონკურსის შესახებ 

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წელს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ დააარსა. კონკურსი ხელს უწყობს პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას ქართულ მედიაში. პრიზების კატეგორიის ჩამონათვალში შედის ევროკავშირის სადამკვირებლო მისიის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში. ჯილდო ხელს უწყობს ჟურნალისტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის გაღრმავებას.
კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება ? 

ჟურნალისტს ან ჟურნალისტთა ჯგუფს (საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეებს), რომლებსაც გამოქვეყნებული აქვთ ნამუშევრები ქართულ ბეჭდურ, ონლაინ ან სამაუწყებლო მედია სივრცეში, 2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. 

ევროკავშირის პრიზის მფლობელები 7 კატეგორიაში გამოვლინდებიან

ქვემოთ ჩამოთვლილი საპრიზო კატეგორიებიდან კონკურსანტმა უნდა შეარჩიოს მხოლოდ ერთი კატეგორია და  წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნაშრომი.                                                                                                                                                                                                                      

საპრიზო კატეგორიებია: ა. სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში; ბ. სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში; გ. საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში; დ. ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში; ე. ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში; ვ. დოკუმენტური ფოტო, რომელიც ასახავს ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში; ზ. კონფლიქტების თემატიკასთან დაკავშირებული საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის დამკვიდრებას, რომელიც ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).

განიხილება მხოლოდ სააპლიკაციო ფორმის სრული ვერსია, მოთხოვნილი დანართებით.  

განაცხადის ფორმა და სახელმძღვანელო მითითებები იხილეთ აქ

გამოქვეყნებული ნაშრომის პერიოდი

მიიღება მხოლოდ ის საკონკურსო ნამუშევრები, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა, გაშუქდა ეთერში ან განთავსდა ინტერნეტში    2019 წლის 15 ოქტომბრიდან 2020 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.

რა ენებზე არის ნებადართული ნამუშევრების წარდგენა

კონკურსში დაიშვება ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული, ეთერში გასული ან ინტერნეტით გავრცელებული ნამუშევრები.  სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მოსაპოვებლად საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია აგრეთვე ოსურ და აფხაზურ ენებზე. 

სხვა მოთხოვნები 

კონკურსის მონაწილეებს შეუძლიათ მხოლოდ საკუთარი ნამუშევრების წარდგენა. 

გუნდური საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის შემთხვევაში, განაცხადის ფორმაში ყველა თანაავტორის სახელის და გვარის მითითება სავალდებულოა. თანაავტორების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს 3-ს. გუნდის გამარჯვების შემთხვევაში ერთიანი გუნდი მიიღებს ფულად ჯილდოს 1,500 ევროს ოდენობით. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამშვიდობო ჟურნალისტიკის სპეციალური პრიზის მოსაპოვებლად მიიღება მხოლოდ ერთი ავტორის განაცხადი. 

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენით, კონკურსის მონაწილეები ეთანხმებიან კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” წესებს, პირობებს და პროცედურებს.

შენიშვნა 

კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის ჩათვლით) 2018  და 2019 წლების გამარჯვებულებს ან/და თანაავტორებს არ აქვთ კონკურსში მონაწილეობის უფლება.

კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ მასში ჩართული ჟიურის წევრები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი”,  კონტრაქტორები, საგრანტო პროექტები და  პროექტთან დაკავშირებული სხვა ორგანიზაციების თანამშრომლები.

ნამუშევრები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:                                                                                                                                                                   

(ა), (ბ), (გ), (ე), კატეგორიების შეფასების კრიტერიუმებია: ფაქტების სიზუსტე, სიღრმისეული ანალიზი, ფოკუსში მოქცევა; სამართლიანობა და ბალანსი; შემოქმედებითობა და სტილი;  გავლენა/შედეგი; (დ) კატეგორია შეფასდება: შემოქმედებითობის, სტილისა და გავლენის მიხედვით; (ვ) კატეგორიის კრიტერიუმებია: შემოქმედებითობა და გამომხატველობა; გავლენა/შედეგი; ევროკავშირის ფასეულობების (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახვა; (ზ) კატეგორიის კრიტერიუმებია: მიუკერძოებლობა; მედიაში ნდობის,  მშვიდობისა და დიალოგის მხარდაჭერა; კონფლიქტების გაშუქებისას ეთიკურ და პროფესიულ სტანდარტებზე დაყრდნობა; მნიშვნელობა და გავლენა/შედეგი.

ჯილდო 

თითოეულ კატეგორიაში გამოვლინდება მხოლოდ ერთი გამარჯვებული. პრიზები გადანაწილდება შემდეგნაირად: (ა), (ბ), (გ), (დ), (ე), (ვ) კატეგორიებში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 1,500 ევროს ოდენობით; (ზ) კატეგორიაში გამარჯვებული გაივლის ერთთვიან სტაჟირებას ,,ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” ლონდონის ოფისში;

შერჩევის პროცედურები

კონკურსის ჟიურის ექნება საკონსულტაციო ფუნქცია და მის შემადგენლობაში შევლენ მედიის სფეროს ქართველი და ევროპელი პროფესიონალები. ჟიურის წევრები თავიანთ მოსაზრებებს  წარუდგენენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომლებიც მხედველობაში მიიღებენ ჟიურის მოსაზრებებს კონკურსში გამარჯვებულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს  გადაწყვეტილებები  იქნება საბოლოო და გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.

გამარჯვებულების ვინაობა გამოცხადდება 2021 წლის საზეიმო ცერემონიაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებ-გვერდზე https://www.euprizejournalism.ge/

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა: 2020 წლის 15 დეკემბერი 

სად უნდა გაიგზავნოს საკონკურსო განაცხადი

განაცხადები უნდა გამოიგზავნოს მისამართზე: submissions@euprizejournalism.eu                                        განიხილება მხოლოდ სააპლიკაციო ფორმის სრულად შევსებული ვერსია, მოთხოვნილი დანართებით. აპლიკანტებისთვის განაცხადის ფორმები და მითითებები ხელმისაწვდომია ამ ბმულზე 

საავტორო უფლებები 

ევროკავშირი იტოვებს უფლებას ნაწილობრივ ან მთლიანად გამოაქვეყნოს კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ საკონკურსო ნამუშევრები აღნიშნული კონკურსის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვა ღონისძიებების პოპულარიზებისთვის. 

Follow us on social media