პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 132-ე შეხვედრა გაიმართა

14.05.2026

ერგნეთი, 14 მაისი 2026 წელი    ერგნეთში, 2026 წლის 14 მაისს, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის 132-ე შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის , ბეტინა პატრისია ბუგანის და სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის , კრისტოფ შპეტის ერთობლივი ხელშეწყობით გაიმართა.   

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთოს წარმომადგენელი თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის ყველა მონაწილის მუდმივ ჩართულობას და კიდევ ერთხელ აღნიშნეს კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე გავლენის მქონე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების გადასატყვეტად რეგულარული დიალოგის შენარჩუნების მნიშვნელობას.

თანათავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს აპრილში , მართლმადიდებლური აღდგომის სადღესასწაულო პერიოდში , სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტების ფუნქციონირების დროებითი აღდგენა , რომელმაც ყოველგვარი ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ამან ადგილობრივ თემებს საშუალება მისცა , მოენახულებინათ ნათესავები , დასწრებოდნენ რელიგიურ მსახურებას და მისულიყვნენ სასაფლაოებზე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს . თანათავმჯდომარეებმა ასევე წაახალისეს მსგავსი პრაქტიკის გამოყენება 3 ივნისს , ლომისობის დღესასწაულის დროს . ამავდროულად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ გაიმეორეს გადაკვეთის პუნქტების ფუნქციონირების სრულად აღდგენისკენ მიმართული მათი მოწოდება, ხაზი გაუსვეს რა იმას, რომ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული გადაადგილება ხელს შეუწყობს, კონფლიქტით დაზარალებული ქალების, კაცების და ბავშვების ყოველდღიური ცხოვრების, უსაფრთხოების და საარსებო წყაროების გაუმჯობესებას.

სარწყავი სეზონის მოახლოებასთან ერთად, მონაწილეებმა ასევე გაცვალეს ხედვები წყლის სრული სარწყავი სეზონის განმავლობაში ხელმისაწვდომობის მხრივ. ამ კონტექსტში, თანათავმჯდომარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ დროს მოაწყონ სპეციალურად ამ საკითხისადმი მიძღვნილი ტექნიკური შეხვედრა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ასევე დაადასტურა თავისი მოწადინებულობა, ხელი შეუწყოს ირიგაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას ცხელი ხაზის მეშვეობით და წყლის დონის გაზომვას, დაადასტურა რა დროული და ზუსტი ინფორმაციის გადამწყვეტი როლი შესაბამისი საკითხების მოსაგვარებლად.     

შეხვედრის დროს მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების მხრივ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები , მათ შორის გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვები და ყოველდღიურ ცხოვრებაზე ზემოქმედების მქონე საკითხები . მონაწილეებმა განიხილეს გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული რამდენიმე ინდივიდუალური შემთხვევა , ასევე ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მცხოვრები პირების დაკავების შემთხვევები . ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ეუთომ მონაწილეებს მოუწოდეს , შეწყვიტონ დაკავებების პრაქტიკა და დაკავების ყველა არსებული შემთხვევის გადასაჭრელად ჰუმანიტარული მიდგომა გამოიყენონ.

ყველა მონაწილემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის, როგორც ინფორმაციის გაზიარების, ინციდენტების მოგვარებისა და დაძაბულობის შემცირების მთავარი მექანიზმის მნიშვნელობას.

მონაწილეები შეთანხმდნენ ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შემდეგი რეგულარული შეხვედრის 2026 წლის 23 ივლისს და მისი შემდგომი შეხვედრის 2026 წლის 8 სექტემბერს გამართვაზე.

 

Follow us on social media