EUMM
En | Ge | Ru
საფრანგეთის თავდაცვის გაერთიანებული ძალების კოლეჯის წარმომადგენლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ RSS RSS

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში 1995 წლიდან მუშაობს. იგი წარმოადგენს, განმარტავს და განახორციელებს ევროკავშირის პოლიტიკას, აანალიზს და წარადგენს ანგარიშებს საქართველოს პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, ასევე წარმართავს მოლაპარაკებებს დადგენილი მანდატის შესაბამისად.

წარმომადგენლობის ხელმძღვანელი: ელჩი ფილიპ დიმიტროვი

წარმომადგენლობის მანდატი

წარმომადგენლობის მთავარი ამოცანები შეგვიძლია სამ მიმართულებად აღვწეროთ: პოლიტიკური ურთიერთობები, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, თანამშრომლობა და საგარეო დახმარება. ამ ამოცანების განხორციელებისას წარმომადგენლობა ცდილობს შეინარჩუნოს და განავითაროს კარგი და ეფექტური ურთიერთობები თავის პარტნიორებთან ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაში,  აგრეთვე ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. წარმომადგენლობა თვალყურს ადევნებს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ მოვლენებს და რეგულარულად აწვდის მათ შესახებ ინფორმაციას სათაო ოფისს.
იგი ასევე ცდილობს ერთმანეთს შეუთანხმოს ევროკავშირის სავაჭრო პოლიტიკის, ჰუმანიტარული დახმარების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მედიის, ინსტიტუციური განვითარების საკითხბები და საქართველოს საგარეო პოლიტიკის სხვა  მოვლენები. ვინაიდან ევროკავშირი საქართველოში ერთ-ერთი მთავარი დონორია, წარმომადგენლობის მთავარი ამოცანაა საგარეო დახმარების დაგეგმვა და განხორციელება. იგი ასევე წარმოადგენს ევროკავშირის მონაცვლეობით თავმჯდომარეობას და ევროკავშირის მისიების ხელმძღვანელების შეხვედრებს უძღვება.  

ევროკავშირის დახმარება საქართველოს
 
1992-2007 წლებში, ევროკავშირმა საქართველოს 530.8 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება აღმოუჩინა. აგვისტოს 2008 წლის ომის შემდეგ ევროკომისიამ განაცხადა 500 მილიონ ევრომდე ფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. დახმარება გამოიყოფა 2008-2010 წლებში ომის მიერ მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად. დამატებითი დახმარების ძირითადი ნაწილი მოხმარდება განახლებული კონფლიქტის და 1990-იანი წლების შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირებს  და აგრეთვე ინფრასტრუქტურის განვითარების და ეკონომიკის სტაბილიზაციის მიზნით. 2010 წლის აპრილში ევროკავშირმა საქართველოს 2011 – 2013 წლებისთვის გამოუყო 180 მილიონი ევრო დემოკრატიული განვითარების, კანონის უზენაესობის, სათანადო მმართველობის, ვაჭრობისა და ინვესტიციების, ნორმებისადმი შესაბამისობისა და რეფორმირების, რეგიონალური განვითარების, მდგრადი ეკონომიკური და სოციალური განვითარების, სიღატაკის დაძლევისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მხარდასაჭერად.

ევროკავშირი და საქართველო - პოლიტიკური და სამართლებრივი ჩარჩოები

ევროკავშირს საქართველოსთან გააჩნია “შეთანხმება თანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ”, რომელიც უზრუნველყოფს მჭიდრო პოლიტიკურ ურთიერთობებს და ეკონომიკურ, სოციალურ, ფინანსურ და კულტურულ თანამშრომლობას. 2006 წლის ნოემბერში მიღებული იქნა “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმა” საქართველოსთვის. “ევროპის სამეზობლო პოლიტიკის” ამოცანაა მეზობელ ქვეყნებთან ევროკავშირის სტაბილურობის, უსაფრთხოების და კეთილდღეობის გაზიარება. ის საშუალებას აძლევს ქვეყნებს უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ ევროკავშირთან პოლიტიკის, უსაფრთხოების, ეკონომიკის და კულტურის სფეროებში. “ევროპის სამეზობლო პოლიტიკა”  ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ახალ ეტაპს წარმოადგენს. ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაძლიერდება 2009 წლის მაისში მიღებული “აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ფარგლებში.  “აღმოსავლეთის პარტნიორობა“ ხელს შეუწყობს თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების  და ყოველმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების დადებას, ასევე მეტი  კონტაქტის დამყარებას და საქართველოს უფრო მეტ ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში.


კონტაქტი:
მისამართი: თბილისი, ნინო ჩხეიძის ქ. 38
ტელეფონი: (995 32) 2 94 37 63/ 2 94 37 69
ფაქსი: (995 32) 2 94 37 68
ელ.ფოსტა: Delegation-Georgia@ec.europa.eu
ვებ გვერდი: http://www.delgeo.ec.europa.eu



 

 

 



მუშაობა უსაფრთხოებისთვის, სტაბილურობისთვის და კონფლიქტების მოსაგვარებლად
Get the Flash Player to see this player.
© EUMM 2010
Copyright © All rights reserved. European Union Monitoring Mission in Georgia
კრწანისის რეზიდენცია, კრწანისის ქ. 49, თბილისი, საქართველო,
ფაქსი: +87 0782244324, ელფოსტა: press@eumm.eu