მისიის ხელმძღვანელი
მარეკ შჩიგელი ევროკავშირის საბჭოს მიერ, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა 2020 წლის 11 თებერვალს. მანამდე, ის პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში უსაფრთხოების წარმოქმნადი გამოწვევების ელჩად და საერთაშორისო კიბერპოლიტიკის კოორდინატორად მუშაობდა.

ელჩ შჩიგელს აქვს აკადემიური განათლება საერთაშორისო ურთიერთობებში, საჯარო და საერთაშორისო სამართალში.  

განათლება:

1993-ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი საერთაშორისო ურთიერთობათა დარგში

1994-სამართლის მაგისტრი (საჯარო და საერთაშორისო სამართალი)

პროფესიული კარიერა:

2016 წლის დეკემბრიდან - საგარეო საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის, უსაფრთხოების წარმოქმნადი გამოწვევების განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი/ საერთაშორისო კიბერ პოლიტიკის კოორდინატორი.

2015-2016 - განსაკუთრებულ დავალებათა ელჩი, გაეროს და ადამიანის უფლებების დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო

2011-2015 - პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში

2008-2011 - უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (გაუვრცელ ბლობა , განიარაღება და ექსპორტის კონტროლი) საგარეო საქმეთა სამინისტრო

2002-2004 - უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე (რეგიონალური უსაფრთხოება და კონფლიქტების პრევენცია) საგარეო საქმეთა სამინისტრო

2001-2002 - ეუთოს განყოფილების უფროსი, უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო

2000-2001 - საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპული უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის, კონფლიქტების პრევენციის და ეუთოს საკითხების ოფიცერი

1995-2000 -პოლონეთის საელჩოს პოლიტიკურ საკითხთა მეორე მდივანი; სტოკჰოლმი (შვედეთი)

1994-1995- საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპის საკითხების დეპარტამენტის, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნების საკითხების ოფიცერი, ვარშავა

1993-1994- საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპის საკითხების დეპარტამენტის, აღმოსავლეთ ევროპის საკითხების ოფიცერი, ვარშავა

 

სხვა საქმიანობა:

2004-2008 - პოლონეთის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ეუთოში და გაეროს ოფისში ვენაში (ავსტრია)

-          მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებასთან ბრძოლის სახელმწიფო  კომიტეტის ხელმძღვანელი (2008-11)

-          ატომური ენერგიის სახელმწიფო კომიტეტის წევრი (2010-11)

-          პოლონეთის შერპა (სპეციალური წარმომადგენელი) ატომური უსაფრთხოების სამიტის პროცესში (2009-2011)

-          გაყოფადი მასალების წარმოების შეწყვეტის, გაეროს მაღალი დონის ექსპერტთა მოსამზადებელი ჯგუფის წევრი (2017-2018)

-          ბალისტიკური რაკეტების გავრცელების წინააღმდეგ, ჰააგის ქცევის კოდექსის თავმჯდომარე (2017-2018)

-          ჰელსინკიში, ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის, ევროპის მოწინავე გამოცდილების, ხელმძღვანელ საბჭოში პოლონეთის ნაციონალური წარმომადგენელი/წევრი (2017 წლის აპრილიდან).   მარეკ შჩიგელის ბიოგრაფიული მონაცემები




მისიის ყოფილი ხელმძღვანელები:

          ბ-ნი. ერიკ ჰოეგი, დეკემბერი 2017- დეკემბერი 2019
ბატონი კიასტუტის იანკაუსკასი 2014 წლის დეკემბერი - 2017 წლის აგვისტო
ბატონი ტოივო კლაარი 2013 წლის სექტემბერი - 2014 წლის დეკემბერი
ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი 2011 წლის ივლისი - 2013 წლის ივნისი
ელჩი ჰანსიორგ ჰაბერი 2008 წლის ოქტომბერი - 2011 წლის აპრილი


Follow us on social media