ჩვენ ვართ ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია. ჩვენი მისია 2008 წლის ოქტომბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა.
მას შემდეგ, რაც მისიამ თავისი საქმიანობა
<span style="font-weight: bold;">2008</span> წლის სექტემბერში დაიწყო, ჩვენ ვახორციელებთ 24 საათიან პატრულირებას და განსაკუთრებულ ყურადღებას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებს ვუთმობთ, რათა ხელი შევუწყოთ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელ სტრუქტურებს საქართველოსა და რეგიონის მიმართ თავისი პოლიტიკა ჩამოაყალიბონ.
ჩვენი პრიორიტეტებია საომარი მოქმედებების განახლების თავიდან აცილების უზრუნველყოფა, ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ნორმალური საცხოვრებელი პირობების აღდგენის ხელშეწყობა, კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა და საქართველოსა და რეგიონის შესახებ ევროპული პოლიტიკის განმსაზღვრელი სტრუქტურების ინფორმირება.
ინციდენტის ან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა საკითხის არსებობისას ჩვენ სიტუაციის გასარკვევად და დაძაბულობის ან ესკალაციის თავიდან ასაცილებლად ხელს ვუწყობთ მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლას.
კენტერბერის არქიეპისკოპოსი, უწმინდესი და უკეთილშობილესი ჯასტინ ველბი დღეს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად, ხურვალეთის რაიონში, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებს ეწვია.
დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა უმასპინძლა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაარსების მე-15 წლისთავის აღსანიშნავად გამართულ პრესკონფერენციას.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად გახსნა სპეციალური ფოტოგამოფენა, რომელიც ეძღვნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე 15 წლის განმავლობაში ყოფნას.
მე მქვია ვერა და ვარ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებელი. საქართველოში ჩამოვედი 2017 წლის ოქტომბერში. ჩემი და ევროკავშირის წარმომადგენელი სხვა კოლეგების სამსახურია..
იმ მომენტიდან როდესაც შევიტანე განაცხადი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დამკვირვებლის პოზიციის დასაკავებლად ვიცოდი რომ ეს შემესაბამება მე და მეც ასევე შევესაბამები მას. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ჩემს პროფესიულ კარიერაში აქამდე გაკეთებულებს შორის. ეს იყო ახალი მიზანი, ახალი გამოწვევა, რომელიც ღირდა ამად და მე ეს გავაკეთე.
მე მეორედ ვარ საქართველოში. პირველად 2016/2017 წლებში ვმუშაობდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისში და ახლა 2019 წლის აპრილიდან ბედნიერი ვარ გორის რეგიონალურ ოფისში მუშაობით. მე ვთვლი პრივილეგიად საქართველოში მისიაში მეორედ ჩამოსვლის შესაძლებლობას და მადლობელი ვარ ამისთვის. მუშაობა საერთაშორისო და ადგილობრივ პროფესიონალ კოლეგებთან რომელთაც ყველას სხვადასხვა გამოცდილება აქვთ
როდესაც პატარა, 8-9 წლის ვიყავი მქონდა რვეული სადაც ვიწერდი მსოფლიოს ყველა დედაქალაქს. ძალიან მაინტერესებდა სამყარო შვედურ მალმიოში ჩემი ოთახის ფარგლებს გარეთ და თბილისი როგორღაც მიზიდავდა...
მე ვარ იუჰო რომპაინენი ფინეთიდან. ვსწავლობდი თანამედროვე ისტორიას ტურკუს უნივერსიტეტში და ჰელსინკის უნივერსიტეტში და დავასრულე სამაგისტრო პროგრამა რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის შემსწავლელ მეცნიერებაში კავკასიისა და ცენტრალური აზიის განხრით ჰელსინკის უნივერსიტეტთან არსებულ ალექსანტერის ინსტიტუტში...
საქართველოში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისში 2018 წლის ივლისში ჩამოვედი. გამიხარდა, როცა შევიტყვე რომ მისიაში მიმიღეს და მომეცა შესაძლებლობა, წვლილი შემეტანა სტაბილიზაციის, ნორმალიზაციისა და ნდობის აღდგენისთვის მანდატის თანახმად, რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ დამტკიცდა...
ევროკავშირის მისიაში პირველად ვარ, საქართველოში კი ადრეც მიმუშავია. ჩემი წარსული გამოცდილება ჰუმანიტარულ სფეროს უკავშირდება. 2004 – 2005 წლებში ცხინვალში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში ვმუშაობდი...
მანდატი
ჩვენ ევროკავშირის შეუიარაღებელი სამოქალაქო სადამკვირვებლო მისია ვართ. ჩვენი მისია 2008 წლის სექტემბერში გამოიგზავნა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის შუამავლობით ხელი მოეწერა ექვს პუნქტიან შეთანხმებას, რომელმაც აგვისტოს ომი დაასრულა…
მისიაში 200-მდე დამკვირვებელი მუშაობს ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნიდან, რათა წვლილი შეიტანონ ადგილზე აგვისტოს ომის შედგომი სიტუაციის დასტაბილიზირებაში…