ახალი ამბები და სტატიები

ლიტვის დელეგაციის ვიზიტი

02.10.2009
ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბ-ნი ვიგაუდას უშასკასი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) სათავო ოფისს ეწვია. მას თან ახლდა ლიტვის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება მეჩუს ლაურინკუსი და ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოში ლიტვის საელჩოს ოფიციალური პირები.
მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ჟილ ჟანვიემ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ლიტველმა წარმომადგენლებმა დელეგაციას მისიის საქმიანობა გააცნეს. ბრიფინგი მისიის მანდატისა და საქმიანობის შესახებ ზოგადი პრეზენტაციით დაიწყო. პრეზენტაცია მოიცავდა მანდატის განხორციელებასთან დაკავშირებულ მიღწევებსა და სირთულეებს, იძულებით გადადგილებულ პირებთან, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მოსახლეობის რაოდენობასთან და მოცემულ რეგიონებში საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს.

პარასკევს, 2 ოქტომბერს, ბ-ნი ვიგაუდას უშასკასი სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიას ეწვია, სადაც ესმი-ს პატრულირებას დაესწრო და მისიის საქმიანობას ადგილზე გაეცნო.

Follow us on social media