ახალი ამბები და სტატიები

ინფორმაციის გაცვლის და თავისუფალი გადაადგილების საკითხები განიხილეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში გამართულ მეთხუთმეტე შეხვედრის დროს

16.04.2010
13 აპრილს, გალში, რუსეთის და აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები  ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გაეროს თავჯდომარეობით გამართულ მეთხუთმეტე შეხვედრას დაესწრნენ.

შეხვედრის მსვლელობისას რიგ საკითხებზე ინფორმაციის გაცვლა პოზიტიურ ატმოსფეროში   მოხდა. განხილული საკითხები მოიცავდა ადმინისტრაციულ საზღვრარზე მოსახლეობისათვის თავისუფალი გადადგილების ხელშეწყობის საჭიროების და მოსაზღვრე წყლებში სანაპირო დაცვის კატერების ქმედებების საკითხებს. გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიას მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერების გამოვლენის და გაუვნებელყოფის  ფაქტის გათვალისწინებით, მონაწილეებმა, მომავალში მსგავსი ინციდენტების პრევენციის მიზნით, თანამშრომლობის აუცილებლობას ხაზი გაუსვეს. მათ აგრეთვე კვლავ აღნიშნეს ცხელი ხაზის, როგორც ინფორმაციის გაცვლის საშუალების, განსაკუთრებით ინციდენტების შემთხვევაში,  მნიშვნელობა.
მომდევნო შეხვედრა გაიმართება 2010 წლის 5 მაისს გალში.

Follow us on social media