ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გეპატიჟებათ ევროკავშირის დღის აღსანიშნავად

09.05.2010
9 მაისი ყველა ევროპული ქვეყნის მიერ აღინიშნება როგორც ევროკავშირის დღე. წელს, სხვადასხვა მრავალფეროვანი ღონისძიება იქნება ორგანიზებული მთელს ევროპაში «შუმანის დეკლარაციის» 60 წლისთავის აღსანიშნავად, რომელიც ითვლება ამჟამინდელი ევროკავშირის საწყისად.  

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ეპატიჟება ადგილობრივ მოსახლეობას ევროკავშირის დღის აღსანიშნავად და სთავაზობს მათ ღონისძიებათა ფართო სპექტრს.

წინა კვირას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ავტობუსმა იმოგზაურა საქართველოში და ეწვია რამოდენიმე სოფელსა და ქალაქს. მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ავტობუსი ეწვია დუშეთსა და მუხრანს. შემდეგ იმოგზაურა შიდა ქართლისა და მერეთის რეგიონებში და გაჩერდა ტყვიავში, გორსა და საჩხერეში. შემდეგ ავტობუსმა გზა გააგრძელა სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში და ეწვია ხაიშსა და სენაკს. ამ კვირის განმავლობაში სხვადასხვა ქალაქების ცენტრებში ისევე როგორც დაწყებით და საშუალო სკოლებში იმართებოდა მუნიციპალური შეხვედრები, კონცერტები, პანტომიმური თეატრალური წარმოდგენები, სპორტული თამაშები, შეჯიბრებები, რომლებიც ეხებოდა ცოდნას ევროკავშირის შესახებ. ყველა ეს შეხვედრა წარმოადგენდა ერთმანეთის გაცნობის, ევროკავშირის და ასევე საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლისა და მანდატის შესახებ ცოდნის გაზიარების კარგ შესაძლებლობას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ავტობუსის მთელი მოგზაურობა გადაღებულ იქნა და ვიდეოჩანაწერი შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ ბმულზე:
www.eumm.eu/en/press_and_public_information/videos

ევროკავშირის დღე ასევე აღნიშნული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში წილკანში, სადაც 6 მაისს სკოლის მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს გრაფფიტი – ხატვის ღონისძიებაში.

ამის გარდა, 9 მაისს, კვირას, ზუგდიდის რეგიონალური ოფისი ეპატიჟება ყველას ზუგდიდში მიიღონ მონაწილეობა თამაშებში, ვიქტორინებში, წარმოდგენებში და სხვა ღონისძიებებში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ასევე მონაწილეობას იღებს  ევროკავშირის ღია კარის დღის გამოფენაში ბრიუსელში 8 მაისს, სადაც უნდა იყოს წარმოდგენილი მისიის მუშაობა საქართველოში. 

მეტი ინფორმაცია ევროკავშირის დღესთან დაკავშირებით ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: http://europa.eu/abc/symbols/9-may/index_en.htm



Follow us on social media