ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მონაწილეობს მცხეთობის დღესასწაულის აღნიშნვაში

15.10.2010

14 ოქტომბერს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისი შეუერთდა მცხეთობის დღესასწაულის აღნიშნვას, დიდ ღონისძიებას, რომელიც წელს მიეძღვნა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის აშენების 1700-ე  წლისთავს.

 ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მოიწვიეს ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები მცხეთის ცენტრში მოთავსებული მისიის სტენდის მოსანახულებლად, სადაც მათ მისიის შესახებ საინფორმაციო მასალები და მცირე საჩუქრები დაურიგდათ. ბავშვებისთვის ორგანიზებული იყო  ევროკავშირის ცოდნაზე დაფუძნებული კონკურსები და თამაშები. ღონისძიება კარგად იქნა მიღებული და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისთვის ადგილობრივ მოსახლეობასთან შემდგომი ურთიერთქმედების კარგ შესაძლებლობას წარმოადგენდა.

 

Follow us on social media