ახალი ამბები და სტატიები

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

07.06.2011
ორშაბათს, 6 ივნისს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის მინისტრი, პარლამენტის წევრი ჯერალდ ჰოვარტი, თბილისში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს ეწვია. მას მიეწოდა ინფორმაცია მისიის როლის და საქმიანობის, ბოლოდროინდელი ინციდენტების, გამოწვევების, მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გეგმებს შესახებ. იგი დაინტერესდა უსაფრთხოების მდგომარეობით ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერირორიებზე, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე, და ადგილზე მისიის ურთიერთქმედებით ევროკავშირის  სხვა სტრუქტურებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მასზე შთაბეჭდილება მოახდინა მისიის მიერ ოპერაციების განხორციელების გზამ, განსაკუთრებით სხვადასხვა ეროვნების თანამშრომელთა ინტეგრაციამ და უნარებმა ეფექტურად მომუშავე გუნდებში.


Follow us on social media