ახალი ამბები და სტატიები

ევროგაერთიანების აღმოსავლეთ ევროპის კომისიის ვიზიტი

17.10.2011
15 ოქტომბერს ევროგაერთიანების აღმოსავლეთ ევროპის კომისიის სამუშაო ჯგუფი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია რათა მისი მუშაობა ენახა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩმა ანჟეი ტიშკევიჩმა დელეგატებს მისიის მცხეთის ოფისში უმასპინძლა.


ბატონმა ტიშკევიჩმა და მისიის ხელმძღვანელმა პირებმა განმარტეს  მისიის მანდატი, როლი და ყოველდღიური მუშაობა, ისევე როგორც ადგილზე საერთო ვითარება. სამ ჯგუფად დაყოფილი დელეგატები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლების თანხლებით ეწვია ადმინისტრაციულ საზღვარს, საქართველოს სამხედრო ობიექტს და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამ დასახლებას.

 
Follow us on social media