ახალი ამბები და სტატიები

მისიის ხელმძღვანელი საქართველოს ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს შეხვდა

21.11.2012
20 ნოემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ტიშკევიჩი საქართველოს ვიცე-პრემიერს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს ბატონ კახა კალაძეს შეხვდა.

ელჩმა ტიშკევიჩმა მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ მისიასა და სამინისტროს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება. ბატონმა კალაძემ მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას და სამინისტროს მხარდაჭერის გარანტია აღუთქვა.

ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა ხელისუფლების მიერ ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე მოსახლეობისათვის შეშის დარიგება იყო. წელიწადის ამ დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყურადღებით აკვირდება აქვს თუ არა მოსახლეობას აუცილებელი რესურსები, რათა გაუმკლავდეს ზამთრის პერიოდს. საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური საკითხები საქართველოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან განიხილება. ელჩმა ტიშკევჩმა განაცხადა, რომ მისია მზად არის მოწყვლად სოფლებში და იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში პატრულირებისას შეგროვებული იფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთაც გააჩნიათ სათანადო შესაძლებლობა მატერიალური დახმარება აღმოუჩინონ მათ ვისაც ეს სჭირდება.


Follow us on social media