ახალი ამბები და სტატიები

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

24.01.2013
24 იანვარს საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელჩი დევიდ მორანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს ეწვია. ელჩი მორანი ბრიტანეთის ელჩად ყაზახეთში, ყირგიზეთის რესპუბლიკასა და უზბეკეთში მსახურობდა. იგი ასევე ნამუშევარია ნაირობიში, მოსკოვსა და პარიზში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ვიზიტისას მას თან ახლდა შარლოტ ჰანტერი, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ოფიცერი პოლიტიკის საკითხებში.

სტუმრებს მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა უმასპინძლა და ადმინისტრაციულ საზღვრებთან არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის, მისიის მანდატისა, სტრუქტურის და ასევე ბოლოდროინდელი მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სტუმრებმა მადლობა გადაუხადეს მისიის ხელმძღვანელობას ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის ყოვლისმომცველი მიმოხილვისათვის. მათ ასევე ხაზი გაუსვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის როლს რეგიონში სტაბილურობის ხელშესაწყობად და აღნიშნეს, რომ მისიის სანდოობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მთელი რეგიონის სტაბილურობისათვის. სტუმრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბრიტანეთის მხრიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სრული მხარდაჭერა. თავის მხრივ, ელჩმა მორანმა მისიას მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრებზე მიღებული ინფორმაცია და გამოცდილება გაუზიარა.

ელჩმა ტიშკევიჩმა მადლობა გადაუხადა ელჩ მორანს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობით დაინტერესებისა და ბრიტანეთის მხრიდან მისიის მხარდაჭერისთვის. 

Follow us on social media