ახალი ამბები და სტატიები

განხილვა მრგვალ მაგიდასთან უსაფრთხოების სიტუაციის შესაფასებლად

13.02.2013
13 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ევროკავშირის წევრი ქვეყნების თბილისში აკრედიტებულ საელჩოების წარმომადგენლებს უმასპინძლა. მრგვალ მაგიდასთან განხილვისას მონაწილეებმა შეაფასეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობა და ის ცვალებადი გარემო, რომელშიც მისია მუშაობს. მონაწილეებმა ასევე ბოლოდროინდელი საქმიანობა და გამოწვევები მიმოიხილეს. მაღალი შეფასება მიეცა მისიის წვლილს სტაბილიზაციისა და ნორმალიზაციის საკითხებში და ნდობის აღსადგენად მიმართულ ძალისხმევას. აღინიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ უნდა გააგრძელოს მისი ოპერატიულად მიუკერძოებელი სადამკვირვებლო საქმიანობა ადგილზე, განსაკუთრებით ადმინისტრაციული საზღვარების გასწვრივ უსაფრთხოების ხელშესაწყობად.

Follow us on social media