18 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელს და გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების თავმჯდომარეს ელჩ ანტი ტურუნენს შეხვდა. მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის, ადამიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხებისა და გადაადგილების თავისუფლების შესახებ. აღინიშნა, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენა სტაბილურობის საკვანძო ელემენტს წარმოადგენს. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.