ახალი ამბები და სტატიები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ვიდეო კონფერენცია გამართა

15.05.2020
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, მარეკ შჩიგელმა გაცნობითი საუბრის მიზნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ, ქეთევან ციხელაშვილთან ვიდეო კონფერენცია გამართა. 

ბატონმა შჩიგელმა, როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა,  დეტალურად ახსნა საკუთარი პრიორიტეტები და გამოთქვა სამინისტროსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის სურვილი.

ქალბატონმა ციხელაშვილმა მისიის ხელმძღვანელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მის საქართველოში ჩამოსვლას მიესალმა. მან ასევე აღწერა სამინისტროს ფუნქციები, პრიორიტეტები და უახლესი დაკვირვებების დეტალები კონფლიქტის დინამიკის კუთხით.

Follow us on social media