ახალი ამბები და სტატიები

EUMM-ს სახალხო დამცველმა "2023 წლის ტოლერანტობის ქომაგის" ჯილდო გადასცა

16.11.2023
დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოს სახალხო დამცველისა და ეთნიკური უმცირესობების საბჭოს მიერ როგორც "2023 წლის ტოლერანტობის ქომაგი" დაჯილდოვდა. ჩვენი მისიის ხელმძღანელი დიმიტრიოს კარაბალისი ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ამ ყოველწლიურ ღონისძიებას 2008 წლიდან მასპინძლობს საქართველოს სახალხო დამცველი და საქართველოს სახალხო დამცველის ტოლერანტობის ცენტრი. 


გამოვხატავთ მადლიერებას სახლხო დამცველისადმი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონული მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი როლის აღიარებისთვის. 

სახალხო დამცველის თქმით, ჩვენი ძალისხმევა არა მხოლოდ უსაფრთხოების ინციდენტების პოტენციური ესკალაციის პრევენციაზეა მიმართული, არამედ ხელს უწყობს კომუნიკაციას, თანამშრომლობას და ასევე ადამიანის უფლებების დაცვას.

ბ-მა ლევან იოსელიანმა, საქართველოს ომბუდსმენმა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობის მნიშვნელობა ადგილობრივ თემებთან, რომელიც სცილდება უშუალო უსაფრთხოების საკითხებს, რაც ხელს უწყობს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ რაიონებში მკვიდრთა ცხოვრებისა და საარსებო წყაროს გაუმჯობესებას.

Follow us on social media