11
აპრილს პოლონეთის
საგარეო
საქმეთა
მინისტრის
მოადგილე
კატარჟინა პელჩინსკა-ნალეჩი
საქართველოში
ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისიის
ხელმძღვანელს
ანდჟეი
ტიშკევიჩს
შეხვდა
.
მინისტრმა
პელჩინსკა-ნალეჩმა
დიდი
ინტერესი გამოიჩინა თვითაღიარებული აფხაზეთისა
და
სამხრეთ
ოსეთის ადმინისტრაციული
საზღვრების
გასწვრივ
გადაადგილების
თავისუფლების
საკითხებთან დაკავშირებით
.
იგი
ასევე
გალის
რაიონში უსაფრთხოების
ვითარებით
დაინტერესდა
.
ერთი წლის
წინ
ქალბატონი
პელჩინსკა-ნალეჩი
ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისიის
დამკვირვებლებთან
ერთად პატრულირებაზე
ზუგდიდის
მახლობლად
იმყოფებოდა და ამჟამად მან
მისიის
უკანასკნელი
ოპერაციული
საქმიანობის შესახებ ძალიან
კონკრეტული
კითხვები
დასვა
.
ელჩმა ტიშკევიჩმა სტუმრის
ყურადღება
სამხრეთ
ოსეთის ადმინისტრაციულ
საზღვართან
მიმდინარე
ღობეების აღმართვის
პროცესს
მიაპყრო
და
მისიის
სამომავლო
გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
.
გუშინ
ქალბატონი
პელჩინსკა-ნალეჩი
საქართველოს
ევროპულ
და
ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში
ინტეგრაციის
საკითხებში სახელმწიფო
მინისტრს
ალექსი
პეტრიაშვილს
შეხვდა
.
გარდა
ორმხრივი
საკითხებისა
,
მათ
ისაუბრეს
საქართველოსა
და
ევროკავშირს
შორის
ურთიერთობების შესახებ
მესამე
აღმოსავლეთ
პარტნიორობის
სამიტის წინ
,
რომელიც
ნოემბერში
ვილნიუსში
გაიმართება
.