10 და 13 მაისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა ევროპის დღის აღნიშვნა გააგრძელა, ამჟამად აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებერე ორი სოფლის - ჭალესა და მუჟავის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად.
ასობით სკოლის მოსწავლემ და ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის გუნდმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ ფრენბურთის შეჯიბრში მიიღო მონაწილეობა. ამასთანავე, წარმოდგენილი იყო ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ და მაყურებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა შეევსოთ კითხვარი მისიისა და ევროკავშირის შესახებ. ვიქტორინა საკმაოდ პოპულარული აღმოჩნდა და ორი ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა დაახლოებით 250 კითხვარი შეავსეს.