ახალი ამბები და სტატიები

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რეგიონალურ ოფისებს ეწვია

21.08.2013

20 აგვისტოს დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში , ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურ ოფისს ეწვია, სადაც მას მისიის ისტორიის , მანდატისა და სტრუქტურის შესახებ რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა  ინფორმაცია მიაწოდა . გაბრიელ ფონ ჰორნმა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მხრიდან მისიის მხარდაჭერის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა .

შემდეგ ბრიტანელი დიპლომატი რეგიონალური ოფისის სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად ა დმინისტრაციულ საზღვართან  პატრულირებაზე გაემგზავრა 2013 წლის მაისში გახსნილი შამგონისა და ხურჩის გამშვები პუნქტებსა და ენგურის ხიდზე არსებული ვითარების სანახავად. ელჩი ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელ პირობებს გაეცნო . მანამდე ქალბატონი ჰოლ ჰოლი გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია და სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად  სამხრეთ ოსეთის დმინისტრაციულ საზღვართან  პატრულირებაზე გაემგზავრა. 

Follow us on social media