ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2013 დაჯილდოების ცერემონია

09.12.2013
შაბათს, 14 დეკემბერს, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) დააჯილდოვებს კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2013“ გამარჯვებულებს.

პრიზების გადაცემის შემდეგ გაიმართება ბაროკოს მუსიკის კონცერტი.  კონცერტი ტარდება პროექტის “ევროკავშირის კულტურის ქარხანა - მუსიკალური ფესტივალი“ ფარგლებში. კონცეტრში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს სიმფონიეტა, თბილისის სახელმწიფო კამერული მუსიკის ორკესტრი კრისტოფ მაიერის დირიჟორობით, ასევე მაგდა უგულავა (კლავესინი, ფორტეპიანო).

ევროკავშირის პრიზი ჟურინალისტიკაში-საქართველოში  ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ინიციატივაა. ის მიზნად ისახავს ქართულ მედიაში იმ ნაშრომების წარმოჩენასა და აღიარებას, რომლებიც პროფესიონალურ ჟურნალისტურ ეთიკასა და პრინციპებს იზიარებენ. ქართველი და ევროპელი წევრებისგან შემდგარმა ჟიურიმ საკონკურსოდ განიხილა 2012 წლის 1 ოქტომბრიდან 2013 წლის 30 ოქტომბრამდე გამოქვეყნებული ნაშრომები. კონკურსის საპრიზო კატეგორიები შემდეგნაირად განაწილდება:

1. საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ან ნარკვევი ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში;
2. საუკეთესო ტელე და რადიო რეპორტაჟი; 
3. საუკეთესო ვებგვერდი/ბლოგი/სოციალური ქსელის პროფილი;
4. ყველაზე ინფორმატიული ონლაინ გაზეთი ან საინფორმაციო სააგენტო.

მშვიდობის ჟურნალისტიკა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი

წელს პირველად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია (EUMM) აწესებს სპეციალურ პრიზს მშვიდობის ჟურნალისტიკაში. პრიზის მიზანია, აღიაროს და დააჯილდოვოს კონფლიქტის მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნამუშევრები და  სტიმული მისცეს ჟურნალისტებს,  კონფლიქტური სიტუაციები კონსტრუქციულად გააშუქონ.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდებს:


მაია ჩიტაია, ტელ: +995  599 49 00 12, maia.chitaia@actionprgroup.com;

ენ ვესენი,   ტელ: +995 591 227 016,  ann.vaessen@eumm.eu;

თარიღი და ადგილი
შაბათი, 14  დეკემბერი, 2013 19:00სთ თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია მცირე დარბაზი


Follow us on social media