ქალთა
საერთაშორისო დღის
აღნიშვნის ფარგლებში
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ
გორის უნივერსიტეტთან ერთად ჩაატარა
დისკუსია
თემაზე
"
ცვლილებების
შთამაგონებელი ლიდერი ქალები
"
.
ღონისძიება, რომელიც 17 მარტს გაიმართა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა
ტოივო კლაარმა და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა გახსნეს.
ღონისძიებას დაესწრნენ ადგილობრივი თემების, სამოქალაქო
საზოგადოების, ადგილობრივი თვითმმართველობის, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები
და ასევე გორის უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. მათ ისაუბრეს სამხრეთ
ოსეთთან ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები და მომუშავე კონფლიქტის
შედეგად დაზარალებული ქალების მდგომარეობაზე. დისკუსია მიზნად ისახავდა ლიდერი ქალების
მაგალითს შთაეგონა ადგილობრივი ქალები და ხაზი გაესვა მათი როლისთვის კონფლიქტების
მართვის საკითხებში.
მონაწილეებმა - შავშვების რწმუნებულმა ქ-მა მანანა თვაურმა, გორის უნივერსიტეტის
პროფესორმა ქ-მა ეკა გიგაშვილმა, იტალიის ელჩმა საქართველოში ქ-მა ფედერიკა ფავიმ,
ასოციაცია "თანხმობა" - ერგნეთის წარმომადგენელმა ქ-მა ლია ჩლაჩიძემ, ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილემ ქ-მა მაურა ო’სალივანმა,
ორგანიზაცია „მეგობრობის ხიდი - ქართლოსის“ წარმომადგენელმა ქ-მა მეგი ბიბილურმა
და გორის უნივერსიტეტის სტუდენტმა ქ-მა მირანდა კაჩლავაშვილმა დამსწრე საზოგადოებას
ლიდერი ქალების საკუთარი გამოცდილება
გაუზიარეს. მათ ხაზი გაუსვეს საკუთარი თემის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა აქტიური
ჩართვის მნიშვნელობას.
ასევე განხილული იყო ევროკავშირში ქალის როლისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
ფარგლებში გენდერული თანასწორობის საკითხი.
"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სრულ შესაბამისობაშია
გენდერულ საკითხებთან ორგანიზაციის შიგნით, ისევე როგორც გარე ღონისძიებების ჩატარებისას,
როგორიცაა სადამკვირვებლო და საინფორმაციო - საგანმანათლებლო საქმიანობა", განაცხადა
ტოივო კლაარმა დისკუსიის გახსნისას.