ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლები საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ

06.10.2017
დღეს ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის ოფისს ფართო რეგიონალური ვიზიტის ფარგლებში ეწვივნენ.

მისიის მოქმედმა ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლები მიიღო და ჩაუტარა მოკლე ბრიფინგი მისიის საქმიანობისა და მუშაობის შესახებ.

პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩებს შესაძლებლობა მიეცათ რეგიონალური ოფისის თანამშრომლებს შეხვედროდნენ ოდზისის მიდამოებში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ პატრულირებაზე გამგზავრებამდე. ეს მოიცავდა ბრიფინგს და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზოგიერთი ახლად შეძენილი ტექნიკური აღჭურვილობის დემონსტრირებას.

პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი პასუხისმგებელია ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებისაგან შედგება.



მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი მცხეთის რეგიონალურ ოფისში დელეგაციის წევრს  ესალმება



ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის  და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები მცხეთის რეგიონალურ ოფისში ჯგუფური ფოტოს გადასღებლად შეიკრიბნენ



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედი ხელმძღვანელი  მისიის წინაშე არსებული გამოწვევების და სადამკვირვებლო საქმიანობის  მიმოხილვას წარადგენს



ოპერაციათა განყოფილოების უფროსის მოადგილე ფლორენტინ დიმიტრო დიკუ, სოფელ ოძისის მახლობლად მყოფ სტუმრებს სადამკვირვებლო ტექნიკურ აღჭურვილობას  ათვალიერებინებს



მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის იტალიის და გერმანიის ელჩებთან ბორდერიზაციას განიხილავს



ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის ელჩები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლის როლს ირგებენ 



მისიის მოქმედი ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის მუდმივ თავმჯდომარეს ელჩ ვალტერ სტივენ ს ემშვიდობება


Follow us on social media