ახალი ამბები და სტატიები

მისიის ხელმძღვანელის მოადგილე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს მისიის მანდატის შესახებ ესაუბრა

10.05.2018
10 მაისს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ქ-ნი ქეით ფიერონი შეხვდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ევროპული კვლევების ინსტიტუტის სტუდენტებს, რომლებიც მიისწრაფიან საერთაშორისო ურთიერთობების სოციალურ პოლიტიკაში სპეციალობის დაუფლებას, იურისტებსა და დიპლომატებს. ღონისძიება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს და ევროპის დღის აღნიშვნას მიეძღვნა.

ლექციის მსვლელობისას ქალბატონმა ქეით ფიერონმა მისიის ისტორია, მისი საქმიანობა და მანდატის ძირითადი მიმართულებები მონაწილეებს გააცნო.

მან ისაუბრა ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ექვსპუნქტიანი შეთანხმებისა და მისი განხორციელების მთავარი გამოწვევების შესახებ. გარდა ამისა, მან ისაუბრა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) შესახებ და მიმოიხილა ევროკავშირის მიერ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ წლების განმავლობაში განხორციელებული ევროკავშირის სამოქალაქო კრიზისების მართვის  ღონისძიებები.

ლექციას  კითხვა - პასუხების სესია მოჰყვა, რომლის დროსაც  სტუდენტების მიერ  საკითხების ფართო სპექტრი იყო დასმული, მათ შორის მისიის გამოწვევების და საქართველოს ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობების საკითხები. დამაფიქრებელი და დინამიური განხილვა ასევე მოიცავდა კითხვებს მშვიდობის მოლაპარაკებებში ქალთა  ჩართულობისა და მათი ამ პროცესში წვლილის შეტანის შესახებ.
ღონისძიება დასრულდა თსუ-ს ევროპული კვლევების ინსტიტუტის ადმინისტრაციის მიერ ევროკავშირის ტემპუსის პროექტის "ინოვაციური სწავლებისა და  ევროპული კვლევების სწავლის" ფარგლებში ახალი პუბლიკაციების, ასევე ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის მიერ დაარსებული ორენოვანი ქართული ჟურნალის, რომელიც ევროპული კვლევების საკითხებს ფარავს, ახალი გამოცემის მოკლე პრეზენტაციით. დასკვნით ნაწილში ქალბატონმა ქეით ფიერონმა დააჯილდოვა ევროპული კვლევების სამაგისტრო პროგრამის მე-IX გამოშვების კურსდამთავრებულები კურსდამთავრებულთა სერტიფიკატებით.


 
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ქეით ფიერიონი და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თსუ-ს ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორი ნინო ლაპიაშვილი სტუდენტებს ესალმებიან



აუდიტორია ყურადღებით უსმენს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის შესახებ ბრიფინგს


 
მისიის ხელმძღვანელის მოადგილე განმარტავს მისიის მანდატის ძირითად მიმართულებებს



ლექციას კითხვა - პასუხების სესია მოჰყვა 



ქალბატონი ქეით ფიერონი კითხვებს პასუხობს



ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ქეით ფიერონმა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ევროპული კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა ნინო ლაპიაშვილმა  კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცეს
Follow us on social media