10 დეკემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში „16-დღიანი აქტივიზმის კამპანიის“ ბოლო დღე და ამავდროულად ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაციის 70-ე წლისთავი აღნიშნა. დეკლარაცია იყო დოკუმენტი, რომელმაც რადიკალური გარდატეხა მოახდინა იმ ხელშეუვალი ძირეული უფლებების განსაზღვრაში, რომელიც ყველა ადამიანს იმთავითვე ენიჭება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ კამპანიის მხარდაჭერა თეთრი ბაფთების დამაგრებით გამოხატა, რითაც ხაზი გაუსვა მის მიერ აღებულ ვალდებულებას, არასდროს ჩაიდინოს და შეიწყნაროს ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა და ყოველთვის აიმაღლოს ხმა მის წინააღმდეგ.
მთლიანობაში, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის, მცხეთისა და ზუგდიდის რეგიონალური ოფისების თანამშრომლები ეწვივნენ 24 სკოლას, მოდერატორობა გაუწიეს ოჯახური ძალადობის შესახებ მრგვალი მაგიდის სამ შეხვედრას, გადაიღეს ფილმები ქალთა გაძლიერების შესახებ იძულებით გადაადგილებულ პირთა ორ დასახლებაში, ორგანიზება გაუწიეს ხატვის კონკურსს გორის რაიონში ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარე 11 სკოლაში და ფოტოგამოფენას მცხეთის ისტორიულ ცენტრში. გარეთ გამართულმა აქტივობებმა - ფრენბურთისა და ფეხბურთის მინი-ტურნირებმა სკოლების სულისკვეთება აამაღლეს, ხოლო მონაწილეებს ენერგია შემატეს.
მისია ასევე ჩაერთო ინტენსიურ ინტერნეტ-კამპანიაში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.
კამპანიის მსვლელობისას კაცებმა, ქალებმა, ვაჟებმა და გოგონებმა ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ ძალადობის აღმოფხვრის ინიციატივისადმი დიდი ინტერესი და ძლიერი მხარდაჭერა გამოხატეს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებსა და მისიის ხელმძღვანელს, ერიკ ჰოგს მისიის თბილისის ოფისის შენობასთან უკავიათ კამპანიის ბანერი 16-დღიანი აქტივიზმის მხარდასაჭერად
მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლებმა ადგილობრივ მაცხროვრებლებს თეთრი ბაფთების დამაგრება გადააწყვეტინეს
გორის რეგიონალური ოფისის თანამშრომლები კამპანიის მსვლელობისას სოფელ პერევში
ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა სოფელ წყუშში გენდერულად დაბალანსებული საფეხბურთო ღონისძიება გამართა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლებმა ჩვენს ფეისბუკ-გვერდზე კამპანიის მხარდასაჭერად თავიანთი ლოზუნგები გამოაქვეყნეს