ახალი ამბები და სტატიები

„დამკვირვებლის“ მე-7 გამოცემა უკვე 5 ენაზეა ხელმისაწვდომი!

14.02.2019
2018 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის მეათე წელი შესრულდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ დაარსდა. ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიზნით, აქ საწყისი ერთწლიანი ვადით სულ ცოტა 200 სამოქალაქო დამკვირვებელი უნდა განეთავსებინათ. მას შემდეგ მისიის მანდატის ვადა რამდენჯერმე გახანგრძლივდა, რაც ნათლად მეტყველებს ევროკავშირის მიერ რეგიონალური სტაბილურობის მიმართ აღებულ პასუხისმგებლობაზე.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პერიოდული გამოცემის მიზანია,  საქართველოს, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საზოგადოებრიობას მივაწოდოთ ფართო და სპეციფიური ინფორმაცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ შესრულებული სამუშაოს შესახებ.

გვსურს მკითხველს კარგი სიახლე გავუზიაროთ! „დამკვირვებლის“ ბოლო გამოცემის ონლაინ ვერსია უკვე ხუთ ენაზე: ინგლისურ, ქართულ, რუსულ, ოსურ და აფხაზურ ენებზეა ხელმისაწვდომი. მალე სომხურ და აზერბაიჯანულ ვერსიებსაც იხილავთ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და მიღწევების შესახებ ვრცელ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ „დამკვირვებლის“ პერიოდულ გამოცემაში  აქ.

მონიშნეთ სხვა ენები ჩვენს ვებგვერდზე და გაეცანით ჩვენს პერიოდული გამოცემას ასევე ოსურ და აფხაზურ ენებზე! 


Follow us on social media