დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად გახსნა სპეციალური ფოტოგამოფენა, რომელიც ეძღვნება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე 15 წლის განმავლობაში ყოფნას.
„რუსეთსა და საქართველოს შორის ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში პატივისცემას გამოხატავს ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ. ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები და სირთულეები, რომლებიც წილად ერგო მშვიდობიან მოსახლეობას და ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ ოჯახებისკენ, რომლებიც დღესაც განიცდიან მათი დანაკარგის ტკივილს."
თბილისი, 2023 წლის 11 ივლისი – დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციათა განყოფილების უფროსმა, ბ-მა ბრაიან რიჩარდმა, ოძისის გადაკვეთის პუნქტზე ვიზიტისას უმასპინძლა გერმანულ დელეგაციას, გერმანიის პარლამენტის პრეზიდენტის, ქ-ნ ბერბელ ბასის ხელძღვანელობით...