პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ევროპის დღეს ფოტოგამოფენით აღნიშნავს

06.05.2009
ევროკავშირის დღე მთელს ევროპაში 1950 წლის 9 მაისის მოსაგონებლად აღინიშნება. ეს ის დღეა, როდესაც საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რობერტ შუმანმა, ევროკავშირის დაარსებას ჩაუყარა საფუძველი.

გასული კვირების განმავლობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, ოთხივე რეგიონალურ ოფისში, ევროკავშირის დღე საზოგადოებასთან ურთიერთობაზე მიმართული საინტერესო ღონისძიებებით, კონფერენციებით და პრეზენტაციებით აღნიშნა. ზეიმი, 24 აპრილს, თბილისის (მცხეთა) რეგიონალურ ოფისში, მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა გახსნა.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს ევროკავშირის დღის აღნიშვნაში ფოტოგამოფენით შეაქვს წვლილი: „ჩემი სახლი ფოტოსურათებში“, თბილისის, გორის, ხაშურის და ზუგდიდის რეგიონალურ ოფისებთან მდებარე რაიონების მოშორებულ სოფლებსა და პატარა ქალაქებში მცხოვრები ბავშვების მიერ გადაღებული ფოტოსურათების ნაკრებია. მისიის დამკვირვებლებმა დაარიგეს ერთჯერადი გამოყენების ფოტოაპარატები და  ბავშვებს მათი სახლის, ყოველდღიური ცხოვრების, ოჯახისა და სკოლის ფოტოების გადაღება სთხოვეს. თემის საუკეთესოდ ამსახველი ნამუშევრები ქორთიარდ მარიოტის საგამოფენო დარბაზში შაბათს, 9 მაისს, 12:00 საათიდან კვირას, 10 მაისის17:00 საათამდე გამოიფინება.

მედიის მიღება ორგანიზებული იქნება ქორთიარდ მარიოტში, შაბათს, 9 მაისს,  14:00 საათზე.

Follow us on social media