პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) მანდატი კიდევ თორმეტი თვით გაგრძელდა

27.07.2009
ორშაბათს, 2009 წლის 27 ივლისს, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე   ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) მანდატის კიდევ თორმეტი თვით,  2010 წლის 14 სექტემბრამდე გაგრზელება გადაწყდა.
 
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვდერამ საერთო საქმეთა და ევროსაბჭოს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა შემდგომი გადაწყვეტილებანი მიიღეს:

„1. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (ესმი) საქართველოში მანდატის კიდევ 12 თვით, 2010 წლის 14 სექტემბრამდე გაგრზელების შესახებ.
2. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად მისიის სწრაფმა გამოგზავნამ მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად ევროკავშირის მზადყოფნა და  მტკიცე ქმედებების უნარიანობა აჩვენა. ევროკავშირის მონიტრთა განთვსებამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა 2008 წლის12 აგვისტოსა და 8 სექტებბრის შეთანხმებათა განხორცილებისათვის აუცილებელი პირობების შექმნაში. ამ კონტექსტში, საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა  ყველა მხარეს თავიანთ ვალდებულებათა სრულად შესასრულებლად, ყველა სახის სამხედრო ძალთა კონფლიქტის გაჩაღებამდე დაკავებულ პოზიციებზე დაბრუნების ჩათვლით. შემდეგ საბჭომ აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საქართველოში მთელი ქვეყნის მომცველი მანდატი გააჩნია და ევროკავშირის სადამკვირვბელო მისიის  აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეუფერხებლად შესვლას მოუწოდა, რაც ჯერ-ჯერობით უარყოფილია. საბჭომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე 21 ივნისს განხორციელებული თავდასხმის გამო მწუხარება გამოთქვა და ყველა მხარეს მოუწოდა მისიისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად.  
3. საბჭო მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიღწევებს განსაკუთრებით სტაბილიზაციის, ნორმალიზაციისა და ნდობის აღდგენის სფეროში. რეგიონში მისიის არსებობა  სტაბილურობის ისევ მთავარი ფაქტორია. ევროკავშირის სადამკვირვბელო მისიიამ მონიტორინგი გაუწია ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო დაჯგუფებათა ნაწილობრივ გაყვანას და ქართული პოლიციის დაბრუნებას. მისიამ რამოდენიმე სერიოზული ინციდენტის და იძულებით გადაადგილებლ პირთა მდგომარეობის, კანონის უზენაესობის, ადამინის უფლებათა  და საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონების  დარღვევის შესახებ ანგარიში წარმოდგინა. საბჭომ  მისიის საქმიანობა მოიწონა და მოუწოდა მას ასეთივე ძალისხმევით მუშაობის მომავალშიც გაგრძლება სხვხადასხვა სახით ნდობის აღდგენისაკენ მიმართულ საქმიოანობებში მონაწილეობის ჩათვლით.
4. საბჭომ დიდი სინანულით და წუხილით აღნიშნა გაეროსა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიების საქართველოში შემდგომი გაგრძელების შესახებ შეთანხმების ვერ მიღწევის გამო. აღნიშნული ფაქტი მომავალში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვბელო მისიის როლს უსვამს ხაზს. ესმი გაეროსა და ეუთოს მისიებთან მომავალშიც გააგრძელებს თანამშრომლობას ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც საქართველოს შეეხება. საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი სრული პასუხისმგებლობა ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით და ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს ამ ფორუმების თანათავმჯდომარეობის შესახებ.   
 
5. საბჭომ აღნიშნა მისი 2008 წლის 13 ოქტომბრის და ევროსაბჭოს 2008 წლის 1 სექტემბრის გადაწყვეტილებების შესახებ და საქართველოს უსაფრთხოებისა და სტაბილურობას კიდევ ერთხელ გამოუცხადა თავისი მტკიცე მხარდაჭერა, რაც დაფუძნებულია საერთაშორისო კანონით აღიარებული დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიალური მთლიანობის პრინციპების სრულად პატივისცემაზე, მათ შორის ჰელსინკის ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კონფერენციის ფინალური აქტისა და გაერთიანებული ერების უსაფრთხოების საბჭოს რეზოლუციათა გათვალისწინებით.“

2958-ე საგარეო ურთიერთობები საბჭოს სხდომა.

Follow us on social media