პრეს რელიზები

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის თანაორგანიზატორთა ერთობლივი განცხადება, 3 ივნისი, ერგნეთი

03.06.2010

დღეს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ელჩ ჰაბერისა და ეუთოს ელჩ ნურგალიევის თანაორგანიზატორობით შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებმა მიიღეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ თომას ჰამარბერგის განცხადება რომელიც ეხებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგული და დაკავებული პირების საკითხს და მასთან აუდიო კავშირის მეშვეობით მოსაზრებები გაცვალეს.

თანაორგანიზატორებმა მწუხარება გამოთქვეს, რომ შეუძლებელი აღმოჩნდა დამატებითი საკითხების განიხილვა. თუმცა, ამავდროულად, ისინი დაიმედებულნი იყვნენ მონაწილეთა განცხადებებით, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი ხელსაყრელია იმ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე და ასევე მათ მიერ იმ ფაქტის აღიარებით, რომ გადაუდებელი საკითხები განხილულ უნდა იქნას.

თანაორგანიზატორებმა მოუწოდეს ყველა მონაწილეს ახლო მომავალში გამართონ მორიგი შეხვედრა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში.


_________________________________
საკონტაქტო პირები მედიისათვის:

იოანა ზებერი  + 995 91 22 70 46
ვირჯინია ანტონინი + 995 91 22 70 24

Follow us on social media