პრეს რელიზები

ბავშვები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესახებ

18.10.2011
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის  რეგიონალურმა ოფისმა დაიწყო კონკურსი შიდა ქართლის რეგიონის სკოლებისა და საბავშვო ბაღებისთვის.


ექვსი სკოლის და სამი საბავშვო ბაღის 2200 ბავშვმა გამოხატა, თუ როგორ ხედავდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას და მის მუშაობას. უმცროსმა ბავშვებმა წარმოადგინეს ნახატები, ხოლო უფროსებმა დაწერეს ესეები ქართულად ან ინგლისურად.

თითოეულ ასაკობრივ ჯგუფში სამი საუკეთესო ნამუშევარი დაჯილდოვდა შავშვების სკოლაში 13 ოქტომბერს გამართულ ცერემონიაზე. ბავშვებმა მიიღეს პრიზები, რომელიც სწავლის დროს შეიძლება გამოიყენონ: წიგნები და საკანცელარიო ნივთები, და ასევე  რა თქმა უნდა, სათამაშოებიც. პრიზებით დაჯილდოვების ცერემონია კიდევ უფრო გაახალისა ერთ-ერთი მონაწილე საბავშვო ბაღის მიერ მოწყობილმა მუსიკალურმა  პრეზენტაციამ.

 
კონკურსში მონაწილეობდნენ:
- წეროვანის, კარალეთის და ნაწრეტის საბავშვო ბაღები;
- წეროვანის № 3 სკოლა, შავშვების საჯარო სკოლა, საქაშეთის საჯარო სკოლა, სვენეთის საჯარო სკოლა, მეტეხის საჯარო სკოლა, სასირეთის საჯარო სკოლა.

Follow us on social media