პრეს რელიზები

სამხრეთ ოსეთის უსაფრთხობის წარმომადგენლებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეუარაღებელი დამკვირვებლები დააკავეს

24.10.2019
24 ოქტომბერს, შუადღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჯგუფი ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირებისას სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების შეიარაღებულმა აქტორებმა მცირე ხნით დააკავეს. ამ მოვლენების შემდეგ მალევე მოხდა ცხელი ხაზი გააქტიურება ცხინვალის მხრიდან. 

მისია, ამ ეტაპზე ჯერ კიდევ სწავლობს ინციდენტის დეტალებს, რომელიც განვითარდა იმ ტერიტორიაზე, რომელიც მიიჩნევა თბილისის მიერ ადმინისტრირებად ტერიტორიად, ადმინისტრაციული საზღვრის ტრადიციული ინტერპრეტაციის შესაბამისად.

უსაფრთხოების საკითხებში უკანასკნელი მოვლენების განვითარების შემდეგ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, სტაბილურობის მხარდასაჭერად, ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე მნიშვნელოვნად გაზარდა პატრულირება. 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ღრმად შეშფოთებულია ამ შემთხვევით, როდესაც შეიარაღებული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლები, მისიის დამკვირვებლებს მათი მანდატის შესაბამისი, ყოველდღიური საქმიანობის შესრულებაში ხელს უშლიან.

ინციდენტი განხილული იქნება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე, რომელიც ხვალ ჩატარდება. 


Follow us on social media