ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იღებს ვალდებულებას გაზარდოს ქალთა არსებითი მონაწილეობა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში, მისიის მხრიდან ქალთა არსებითი მონაწილეობის გაზრდის პოლიტიკის შემოღებით. ვალდებულება აღებულია მაშინ, როდესაც მსოფლიო მიმდინარე აღნიშნავს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების 1325 გარდამტეხი რეზოლუციის მე-20 წლისთავს.
„ქალების არსებითი მონაწილეობის გაზრდა კონფლიქტის მოგვარების და მშვიდობის მშენებლობის ყველა ასპექტში აღარ არის არჩევითი. ეს მნიშვნელოვანია მდგრადი და ინკლუზიური მშვიდობის დამყარებისა და გენდერული თანასწორობის განვითარებისათვის,“ ამბობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, მარეკ შჩიგელი. „გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რეზოლუციის მე-20 წლისთავზე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რჩება ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების დღის წესრიგის ერთგული და თავის მხრიდან ქალების მონაწილეობის გაზრდის კუთხით გადამწყვეტ ნაბიჯებს დგამს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ყოველთვის გვეყოლება ქალები, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში ჩვენი დელეგაციის შემადგენლობაში. ”
რეზოლუცია 1325, ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების შესახებ, მის შემდგომ დადგენილებებთან ერთად, ხაზს უსვამს კონფლიქტის მოგვარების და მშვიდობის მშენებლობის ყველა ასპექტში ქალთა არსებითი მონაწილეობის გაზრდის მნიშვნელობას და ხაზს უსვამს კონფლიქტის გავლენას ქალებსა და გოგონებზე. ის ასევე ავალდებულებს ყველა სამშვიდობო მისიას და საველე ოპერაციებს სამუშაოს ყველა ასპექტში, გენდერული ხედვის ინტეგრირებას.
„ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კონფლიქტის პრევენციაში, მოგვარებაში და ტრანსფორმაციაში. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქალების არსებობა, ქალების გაგება და ის, რომ მათი წინადადებები მოისმინონ და გამოიყენონ. 1325 რეზოლუციის მიღებიდან ოცი წლის შემდეგ, ბევრი რამ რჩება გასაკეთებელი, რათა დაჩქარდეს ქალთა არსებითი მონაწილეობა მშვიდობისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ სფეროებში,“ ამბობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილე, ქეით ფიერონი.
ქალები ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საერთაშორისო თანამშრომელთა 27% და ადგილობრივ თანამშრომელთა 60% შეადგენენ. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განაგრძობს ზომების მიღებას გენდერული ბალანსის გასაზრდელად, ისეთი ქმედებებით, როგორიცაა სამუშაოს აღწერილობის გადახედვა შესაძლო გენდერული მიკერძოების აღმოსაფხვრელად, უსაფრთხო და თანაბარი სამუშაო გარემოს შექმნა ყველა თანამშრომლისთვის, ინტერვიუების პანელის წევრების ტრენინგი გაუცნობიერებელი მიკერძოების შესახებ და ქალთა და მამაკაცთა დაბალანსებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა შესარჩევი ინტერვიუების პანელებში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ამჟამად ასრულებს თავის პირველ ყოვლისმომცველ გენდერულ სამოქმედო გეგმას საკუთარი მანდატის შესრულების წარმართვის კუთხით. მდგრადი ვალდებულება და გენდერული საკითხების გათვალისწინებით მართვა, წარმოადგენს ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების დღის წესრიგის არსებითი განხორციელების განმტკიცების და პროგრესის მიღწევის წინაპირობებს გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რეზოლუციაში მითითებული ვალდებულებების შესასრულებლად.
დამატებითი საკითხავი:
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის ვიდეომიმართვა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რეზოლუციის მე-20 წლისთავთან დაკავშირებით
იხილეთ აქ
EU Action Plan on Women, Peace and Security (WPS) 2019-2024
ევროკავშირის სამოქმედო გეგმა ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების შესახებ 2019-2024
წაიკითხეთ აქ: