პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მე-100 შეხვედრა ჩატარდა

15.06.2021
ერგენთი, 15 ივნისი 2021 წელი - დღეს ერგენთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების მე-100 შეხვედრა ჩატარდა. 2009 წელს ჩატარებული პირველი შეხვედრიდან, ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებმა წვლილი შეიტანეს ნდობის აღდგენაში, მათზე ყურადღება მიმართული იყო ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე არსებული უსაფრთხოების მრავალ საფრთხეზე, და გადაწყვიტეს რამდენიმე გამოწვევა, რომლებიც ჰქონდა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი, რომელიც ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების ფორმატთან ერთად მთელი ამ დროის განმავლობაში ფუნქციონირებს  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინფორმაციის სწრაფი გაცვლის და დაძაბულობის შემცირების უზრუნველყოფაში. 

ეუთოს გენერალურმა მდივანმა, ჰელგა მარია შმიდმა და ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის დირექტორმა იოანეკე ბალფორტმა წარმოთქვეს შესავალი სიტყვა შეხვედრის გახსნის დროს. მათ მადლიერება გამოხატეს მონაწილეთა მონდომების მიმართ და აღნიშნეს საერთო ინტერესის მქონე საკითხების კონსტრუქციული და პრაგმატული გადაჭრის აუცილებლობა. მათ ხაზი გაუსვეს, რომ კონფლიქტის პირობებში დიალოგის მნიშვნელობა არ უნდა იქნას აღქმული როგორც მოცემულობა არამედ ის უნდა იყოს გაზრდილი და გამოყენებული კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოების სტაბილიზაციისთვის.

გენერალურმა მდივანმა შმიდმა ხაზი გაუსვა ყველა დაინტერესებულ მხარესთან ურთიერთობის გაგრძელების აუცილებლობას: ”ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია დღეს აქ ყოფნა, ამ მექანიზმის შემუშავებაში მჭიდროდ ჩართულობის გამო. ის რჩება გადამწყვეტი  დაძაბულობის განმუხტვისა და უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კონკრეტული  საკითხების გადასაჭრელად, ასევე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ტვირთის შესამსუბუქებლად.”

დირექტორმა ბალფორტმა შემდგომ  ხაზი გაუსვა: ”ადგილზე ჩვენი მისიის - ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წყალობით, ევროკავშირს წვლილი შეაქვს მშვიდობასა და სტაბილურობას და ხელს უწყობს ნდობის განმტკიცებას. კონკრეტული საშუალებები როგორიცაა ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზი, მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით, ნდობის განმტკიცებასა და სტაბილურობის შენარჩუნებაში.“ 

შეხვედრა ჩატარდა ელჩ მარეკ შჩიგელის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის და ელჩ ანიკა სოდერის, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სამხრეთ კავკასიაში სპეციალური წარმომადგენლის თანათავმჯდომარეობით.  

ელჩმა შჩიგელმა ხაზი გაუსვა თანამშრომლობითი მიდგომების მნიშვნელობას სამომავლო ინციდენტების თავიდან აცილების და სოფლის მეურნეობის გამოწვევების გადაწყვეტის მიზნით. მან მონაწილეებს მოუწოდა, დაეყრდნონ სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ბოლო ტექნიკური შეხვედრის დროს გამართულ დისკუსიებს.

ელჩმა სოდერმა გააკეთა მოწოდება ჰუმანიტარული მიდგომისკენ დაკავებების არსებული შემთხვევების გადასაწყვეტად და ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზის მონაკვეთებზე დე-ესკალაციისთვის მიმართული მუშაობისკენ. თანათავმჯდომარეებმა მოუწოდეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების გახსნისკენ. მათ კიდევ ერთხელ გაიმეორეს წინა მოწოდება მონაწილეების მიმართ ერთობლივი მუშაობისკენ კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაზე,  COVID-19-პანდემიის უარყოფითი ეფექტის წინააღმდეგ ერთობლივი ზომების მიღებისთვის. კონფლიქტით დაზარალებული ქალები მდგომარეობა ასევე განხილულ იქნა. 

დისკუსიებმა კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა და მოიცვა ყველა ის ძირითადი საკითხი, რომლებიც მონაწილეებმა მნიშვნელოვნად მიიჩნიეს ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისთვის.  მონაწილეები შეთანხმდნენ იქნებოდა შემდგომი შეხვედრა დაგეგმვაზე 13.07.2021-ში. 







Follow us on social media