პრეს რელიზები

მისიის ხელმძღვანელის დიმიტრიოს კარაბალისის განცხადება მისი სამეფო უდიდებულესობის, შვედეთის ტახტის მემკვიდრე პრინცესა ვიქტორიას ვიზიტის შესახებ

31.03.2023

განცხადება გაკეთდა შვედეთის საელჩოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ერთობლივ პრესკონფერენციაზე 30 მარტს, თბილისში, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში.

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო,

მოხარული ვარ, დღეს აქ ყოფნით რათა მოგმართოთ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სახელით. გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა პატივი, გვემასპინძლა მისი სამეფო უდიდებულესობის, შვედეთის ტახტის მემკვიდრე პრინცესა ვიქტორიასთვის და გვინდა ვისარგებლოთ შემთხვევით რომ გამოვხატოთ მადლიერება მისი ვიზიტისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს იმ მნიშვნელოვანი საქმის დადასტურებაა, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკეთებს საქართველოში.

ევროკავშირს მისი საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, მთელ მსოფლიოში მოქმედი თორმეტი სამოქალაქო მისია გააჩნია. ისინი წარმოადგენენ უნიკალურ ინსტრუმენტებს ევროკავშირის შესაძლებლობათა ჩამონათვალში, რომლებიც აუცილებელია ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად წვლილის შეტანისთვის.

რაც შეეხება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, ჩვენი მისია არის საქართველოში და სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობას ხელშეწყობის ევროკავშირის ვალდებულების მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ ამას ვაღწევთ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე დაკვირვებით და ყველა ჩართულ მხარეს შორის ნდობის აღდგენით.

ჩვენ ვამაყობთ იმ საქმით, რაც გავაკეთეთ, მას შემდეგ რაც საქართველოში ჩამოვედით 15 წლის წინ. საქართველოში მდგომარეობა კვლავ რთულია და ჩვენ კვლავაც მრავალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. თუმცა, ჩვენ ვრჩებით ჩვენი მისიის ერთგულნი და მოწადინებულნი გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა 24/7, წელიწადში 365 დღე.

ტახტის მემკვიდრე პრინცესას ვიზიტი ჩვენთვის იყო კარგი შესაძლებლობა წარმოგვეჩინა ის სამუშაო, რომელსაც ვაკეთებთ. ხაზი გაგვესვა იმ მნიშვნელოვანი როლისთვის, რომელსაც ევროკავშირი ასრულებს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში. ვიმედოვნებთ, რომ მისი ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერას ჩვენი მისიის მიმართ.

დასასრულს, მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მის სამეფო უდიდებულესობას მისი ვიზიტისთვის და ჩვენი საქმიანობით დაინტერესებისთვის. ჩვენ ასევე გვინდა მადლობა გადავუხადოთ შვედეთს, ჩვენი მისიისადმი მუდმივი მხარდაჭერისთვის - ამჟამად ჩვენთან მუშაობს თავიანთი საქმის ერთგული შვედეთის 21 მოქალაქე. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით, შეგვიძლია დახმარების გაწევა საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო მშვიდობიანი და სტაბილური მომავლის შესაქმნელად.

გმადლობთ.


Follow us on social media