პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ხურვალეთში პატრულირებისას დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს უმასპინძლა

15.05.2023
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გუშინ, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ხურვალეთის სიახლოვეს პატრულირებისას უმასპინძლა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბ-ნ ლარს ლოკკე რასმუსენს. საგარეო საქმეთა მინისტრს თან ახლდა საქართველოში დანიის ელჩი, ქ-ნი ტოფტ სორენსენი და დელეგაცია დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პარლამენტიდან. 

ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა დელეგაციას მიაწოდეს ინფორმაცია ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთოხების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრ რასმუსენს ჰქონდა საშუალება თავად ენახა თუ რა უარყოფითი გავლენა აქვს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე ღობეების და სათვალთვალო კოშკურების მსგავს ‘ბორდერიზაციის’ ნიშნებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა განმარტეს, რომ ვითარებას აუარესებს გადაკვეთის პუნქტების დახურვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადასწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის თვის პირველი ოცი დღის განმავლობაში. მათ ხაზი გაუსვეს, რომ მისია აგრძელებს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების აღდგენისკენ მოწოდებას სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, რაც ადგილობრივ მოსახლეობას მისცემს უფრო უსაფრთხოდ ცხოვრების და საკუთარი საარსებო წყაროების უკეთ უზრუნველყოფის შესაძლებლობას. 

საგარეო საქმეთა მინისტრმა რასმუსენმა მადლიერება გამოხატა ინფორმაციულად მდიდარი ვიზიტისთვის და ამავდროულად კიდევ ერთხელ დაადასტურა დანიის ურყევი მხარდაჭერა და მადლიერება მისიის საქმიანობის მიმართ. 

დანია მისიაში თანამშრომელთა მოვლინებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს და წარმოდგენილია, მისიაში ამჟამად მომსახურე დანიის თხუთმეტი მოქალაქით, რომელთა ნაწილი ჩვენს რეგიონალურ ოფისებში არიან დამკვირვებლები.  




Follow us on social media