პრეს რელიზები

კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების ევროკავშირის კომიტეტის ვიზიტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აჩვენებს ევროკაშირის მყარ ერთგულებას საქართველოში სტაბილურობის მიმართ

05.06.2023

თბილისი, 5 ივნისი – კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის დელეგატები 2023 წლის 5-9 ივნისს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას სტუმრობენ. ისინი ეწვევიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო და სამივე რეგიონალურ ოფისს, რათა მიიღონ ყოვლისმომცველი აღქმა საქართველოში უსაფრთხოების ვითარების და სტაბილურობის ხელშეწყობაში მისიის როლის შესახებ. ბრიუსელში დაბრუნების შემდეგ, დელეგატები გამოიყენებენ ამ ცოდნას რათა მიაწოდონ ექსპერტული რჩევები და რეკომენდაციები ევროკავშირის შესაბამის ინსტიტუციებს.


სამოქალაქო შეთანხმება

ვიზიტი ტარდება ევროკავშირის მიერ საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ახალი სამოქალაქო შეთანხმების მიღებიდან ორი კვირის შემდეგ, შეთანხმების, რომელიც მიზნად ისახავს ევროკავშირის სამოქალაქო მისიების, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესაძლებლობების შემდგომ გაზრდას. კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის ვიზიტი ასევე ხაზს უსვამს კრიზისების მართვის ევროკავშირის სამოქალაქო მისიების წვლილის მნიშვნელობას საქართველოში და ევროკავშირის მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობისთვის.

ჩამოსვლისას დელეგაციას გულთბილად მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი დიმიტრიოს კარაბალისი.

“ორი კვირის წინ ევროკავშირმა მიიღო ახალი სამოქალაქო შეთანხმება. ეს მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი და მიმდინარე კვირაში კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის ვიზიტი კიდევ ერთხელ აჩვენებენ, რომ ევროკავშირის რჩება საქართველოში სტაბილურობის და უსაფრთხოების ისევე ძლიერად ერთგული როგორც 15 წლის წინ, როდესაც ჩვენი მისია საქართველოში ჩამოვიდა“ თქვა მისიის ხელმძღვანელმა კარაბალისმა.

ვიზიტი

დღეს კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის დელეგატები ეწვივნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისს თბილისში, სადაც მათ მიიღეს ინფორმაცია მისიის წევრებისგან. ისინი ასევე შეხვდნენ ხელმძღვანელ პირებს როგორც სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისიდან და ევროკავშირის წარმოამდგენლობიდან, ისე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებს.

შემდგომი ოთხი დღის განმავლობაში, კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის დელეგაცია ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამივე რეგიონალურ ოფისს, მცხეთაში, გორში და ზუგდიდში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებთან ერთად ისინი მონაწილეობას მიიღებენ პატრულირებებში საქართველოს თვითგამოცხადებული რეგიონების, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე. შემდგომ კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტის დელეგატები გამართავენ შეხვედრებს საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

წინაპირობა

კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტი დაარსდა 2000 წელს.

კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტი ურჩევს პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტს კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტებთან დაკავშირებით. ის ამზადებს დაგეგმარების დოკუმენტებს ახალი მისიებისთვის, აძლევს რეკომენდაციებს პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტს და მუშაობს კრიზისების სამოქალაქო მართვის სტრატეგიების ჩამოყალიბებაზე.

კრიზისების მართვის სამოქალაქო ასპექტების კომიტეტი შედგება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლებისგან.

საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ახალი სამოქალაქო შეთანხმება მიღებული იქნა 2023 წლის 22 მაისს. მისი მიზანია გახადოს საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკა უფრო ეფექტიანი, მტკიცე და უსაფრთხოების გაუარესებული გარემოს მიმართ რეაგირების უნარის მქონე.

Follow us on social media